რუსეთ-საქართველოს ომი (2008): განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
7 აგვისტომდეც იყვნენ უკვე რუსები რეგიონში
ხაზი 5:
'''რუსეთ-საქართველოს ომი''' — ასევე ცნობილი, როგორც '''2008 წლის სამხრეთ ოსეთის ომი''', შეიარაღებული კონფლიქტი [[2008]] წლის აგვისტოში, ერთი მხრივ [[საქართველო]]სა და მეორე მხრივ [[რუსეთის ფედერაცია]]ს შორის, [[ოსები|ოს]] და [[აფხაზები|აფხაზ]] სეპარატისტებთან ერთად.
 
ომი დაიწყო ქართულ ჯარებსა და რუსი სამხედროებით ზურგგამაგრებულ [[სამხრეთ ოსეთი|ოს სეპარატისტთა]] შორის კონფლიქტით [[ცხინვალი]]ს რეგიონში. ოსური დასახლებების მხრიდან რამდენიმე დღის განმავლობაში მიმდინარე განუწყვეტელი საარტილერიო სროლების შემდეგ, 7 აგვისტოს [[საქართველო]]მ სამხედრო ოპერაცია დაიწყო ქალაქ [[ცხინვალი]]ს ასაღებად. მომდევნო დღეს რუსეთმა, რომელსაც რეგიონში სამშვიდობოები ჰყავდა, ქართველთა იერიშის საპასუხოდ ცხინვალის რეგიონში საკუთარი ჯარების ქვედანაყოფები და მძიმე ტექნიკა მასობრივად შეიყვანა. პარალელურად, რუსეთმა საქართველოს სხვა რეგიონების საჰაერო დაბომბვაც დაიწყო.<ref>[http://www.afp.com/english/news/stories/newsmlmmd.9a925eb591bfe404730dee97a82c07ed.861.html Putin vows retaliation for Georgian action in South Ossetia]. ''AFP''. 8 აგვისტო 2008.</ref><ref>{{cite web|url=http://www.heritage.org/research/RussiaandEurasia/wm2017.cfm |title=http://www.heritage.org/research/RussiaandEurasia/wm2017.cfm |publisher=Heritage.org |date= |accessdate=2009-05-10|archiveurl=http://www.webcitation.org/5h7JPwfdR|archivedate=2009-05-28|deadurl=no}}</ref><ref>[http://www.nytimes.com/2008/08/13/world/europe/13georgia.html?_r=1&oref=slogin http://www.nytimes.com/2008/08/13/world/europe/13georgia.html?_r=1&oref=slogin]</ref> რუსებისა და ოსების ჯარები ქართველებს [[ცხინვალის ბრძოლა]]ში სამი დღე ებრძოდნენ, რაც ომის ყველაზე დიდი და გადამწყვეტი ბრძოლა იყო. რუსულმა გემებმა საქართველოს შავიზღვისპირეთი დაბლოკეს და სახმელეთო ჯარები და პარაშუტისტები გადმოსხეს დასავლეთ საქართველოში. 9 აგვისტოს რუსულმა და აფხაზურმა ძალებმა მეორე ფრონტი გახსნეს [[კოდორის ხეობის ბრძოლა|კოდორის ხეობაზე თავდასხმით]]<ref>{{cite web|url=http://www.thaindian.com/newsportal/world-news/abkhazia-launches-operation-to-force-georgian-troops-out_10081986.html |title=აფხაზეთი ოპერაციას იწყებს ქართული ჯარების გამოსადევნად |publisher=Thaindian.com |date= |accessdate=2009-05-10|archiveurl=http://www.webcitation.org/5h7JQIJl3|archivedate=2009-05-28|deadurl=no}}</ref> და დასავლეთ საქართველოს შიდა ტერიტორიებში შეიჭრნენ. ხუთი დღის მძიმე ბრძოლების შემდეგ ქართული ჯარები განდევნილ იქნენ ცხინვალის რეგიონიდან და აფხაზეთიდან. რუსების მიერ ოკუპირებულ იქნა ქალაქები [[ფოთი]] და [[გორი]], სხვა რაიონებთან ერთად.<ref>{{cite news|url=http://news.bbc.co.uk/2/hi/europe/7551576.stm |title=Day-by-day: Georgia-Russia crisis |publisher=BBC News |date=2008-08-21 |accessdate=2009-05-10}}</ref>
 
[[ევროკავშირი]]ს თავმჯდომარე [[საფრანგეთის პრეზიდენტი]]ს შუამდგომლობით კონფლიქტურმა მხარეებმა 12 აგვისტოს მიაღწიეს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას, რომელსაც საქართველომ თბილისში 15 აგვისტოს მოაწერა ხელი, ხოლო რუსეთმა მოსკოვში — 16 აგვისტოს. 12 აგვისტოს რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა უკვე გასცა ცეცხლის შეწყვეტის ბრძანება,<ref>{{cite web