ნატო ვაჩნაძე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 41:
ნატო აღმოაჩინა იმ დროს ძალიან ცნობილმა რეჟისორმა [[ამო ბეკ-ნაზაროვი|ამო ბეკ-ნაზაროვმა]]. ნატოს ფოტოსურათი ბეკ-ნაზაროვმა [[რუსთაველის გამზირი|რუსთაველის გამზირზე]] შიხმანის ფოტოატელიეს ვიტრინაში შეამჩნია. ამო ბეკ–ნაზაროვმა [[შაქრო ბერიშვილი]] გააგზავნა ნატოს მოსაძებნად. შაქრო მეორე რეჟისორის ფუნქციას ასრულებდა და ერთ–ერთი როლის შემსრულებელი იყო ფილმში „[[მამის მკვლელი]]“. შაქრო ბერიშვილმა გაიგო ნატოს მისამართი, კითხვა-კითხვით მიაგნო გურჯაანში. ბერიშვილმა ნატო სამსახიობო ნიჭზე შეამოწმა, ამღერა და აცეკვა. თავიდან ვაჩნაძე კინოში მოღვაწეობაზე უარს ამბობდა, მაგრამ ბოლოს მაინც დასთანხმდა.<ref>''[[გერმანე გოგიტიძე]]'', „ქართული კინოს წარსულიდან“ გვ. 77 — საგა, 2013</ref> პირველი როლი „[[არსენა ყაჩაღი|არსენა ყაჩაღში]]“ შეასრულა. ვაჩნაძე ხიბლავდა აუდიტორიას მიმზიდველობითა და სილამაზით. მისი მონაწილეობა ფილმში იყო გარანტი სტაბილური საკასო შემოსავლებისა.<ref>''Denise J. Youngblood'', "Movies for the masses: Popular cinema and Soviet society in the 1920s" გვ. 87 — Cambridge University press. 1992</ref>
 
==მეორე ქორწინება==
დაკრძალულია [[პანთეონი (დიდუბე)|მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში]].
1926 წელს ნატო მეორედ დაოჯახდა. ამჯერად მისი მეუღლე გახლდათ ახალგაზრდა და ნიჭიერი კინორეჟისორი [[ნიკოლოზ შენგელაია]]. ნიკოლოზ შენგელაია კარგა ხანს ეტრფოდა ნატოს, მაგრამ ვერ უბედავდა საოცნებო ქალს სიყვარულში გამოტყდომას. ცნობილია ერთი ეპიზოდი, რომელმაც დასაბამი მისცა ნატოსა და ნიკოლოზის ოჯახს:
 
ერთ საღამოს თბილისელებმა [[ვლადიმერ მაიაკოვსკი]]ს გაუმართეს შეხვედრა. დარბაზი ხალხითაა სავსე. ნატოსა და ნიკოლოზს დააგვიანდათ, სცენამდე ვერ მიაღწიეს და ბოლოში გაჩერდნენ. მაიაკოვსკიმ თვალი მოჰკრა მათ: რას დაყუდებულხართ მანდ? ახლოს მოიწიეთ, ჯვარი უნდა დაგწეროთო… და როცა პოეტმა მასთან მისულ წყვილს პირჯვარი გარდასახა, ორ დღეში ოფიციალურად ხელი მოაწერეს. მალე ქვეყანას მოევლინება [[ელდარ შენგელაია]], რამდენიმე წლის შემდეგ კი – [[გიორგი შენგელაია]].
 
1927 წელს ახალგაზრდა ლეო პუშმა და ნიკოლოზ შენგელაიამ ნატო ვაჩნაძე ფილმზე “გიული” მიიწვიეს. ნატოს ურჩევდენ, არ მიეღო მონაწილეობა ჯერ კიდევ უცნობ რეჟისორთა ფილმში – არ გაეწია რისკი, მაგრამ მსახიობი დათანხმდა გადაღებაზე. სულ ცოტა ხნის წინ შენგელაიას მიერ თქმული სიტყვები – “თუ ოდესმე კინორეჟისორი გავხდი, იცოდეთ ჩემს სურათში უბრალო მოსამსახურის როლსაც არ გაღირსებთო”, საპირისპიროდ ახდა. მსახიობმა შენგელაიასთან მნიშვნელოვანი სკოლა გაიარა. “ნათელა”, “გიული”, “ნარინჯის ველი”, “სამშობლო” ის ფილმებია, სადაც ნატო ვაჩნაძემ პლასტიკისა და კინოენის სპეციფიკა აითვისა. სწორედ ამიტომ ნატო ვაჩნაძემ ნიკოლოზ შენგელაიას “ჩემი ცხოვრების რეჟისორი უწოდა”.
 
ნიკოლოზ შენგელაია 1943 წელს, კახეთიდან თბილისს მომავალი დაიღუპა.
 
==მესამე ქორწინება და გარდაცვალება==
ნატოს მესამე სიყვარული, საქართველოს საზღვაო სანაოსნოს დამაარსებელი, მეზღავაური [[ანატოლი კაჭარავა]] იყო. მათ 1952 წლის შემოდგომაზე შექმნეს ოჯახი.
 
მოსკოვიდან ნატო 1953 წლის 14 ივნისს, თავის დაბადების დღეს გამოფრინდა. ავიაკატასტროფა თვითმფრინავმა ნიკოლოზ შენგელაიას მშობლიურ სოფელ [[უბიჯი|უბიჯთან]] ახლოს განიცადა. მიზეზად უამინდობას დასახელდა.
 
ნატოს დამწვარი სხეული მისმა დამ კირა ანდრონიკაშვილმა საგვარეულო პატარა ბრილიანტის ბეჭდით ამოიცნო. დაკრძალულია [[პანთეონი (დიდუბე)|მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში]].
 
==ფილმოგრაფია==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ნატო_ვაჩნაძე“-დან