ფარდობითობის თეორია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
- "Albert_Einstein_1979_USSR_Stamp.jpg". ფაილი წაიშალა Commons-იდან მომხმარებელ Jcb-ს მიერ. მიზეზი: Per [[:c:Commons:Deletion requests/Files in Category:Stamp
ხაზი 1:
[[ფაილი:Albert Einstein 1979 USSR Stamp.jpg|thumb|250px|<math>E=mc^2</math>]]
 
'''ფარდობითობის თეორია''' — ფიზიკური თეორია, რომელიც შეისწავლის [[სივრცე|სივრცისა]] და [[დრო|დროის]] თვისებებს. ფარდობითობის თეორია [[კვანტური მექანიკა|კვანტურ მექანიკასთან]] ერთად თანამედროვე [[ფიზიკა|ფიზიკის]] საფუძველია. იგი ჩამოყალიბდა იმ ღრმა წინააღმდეგობათა გადალახვის შედეგად, რომლებიც წარმოიშვა კლასიკურ ფიზიკაში მექანიკური და ელექტრომაგნიტური მოვლენების თეორიების, როგორც ერთმანეთთან, ისე ექსპერიმენტთან შეთანხმების დროს. ამ წინააღმდეგობათა დასაძლევად აუცილებელი გახდა კლასიკური ფიზიკის ფუნდამენტური ცნებებისა და დებულებების შეცვლა. ეს ცვლილებები განსაკუთრებით შეეხო ჩვენს წარმოდგენებს სივრცესა და დროზე და მათთან [[მატერია|მატერიის]] კავშირს. ფარდობითობის თეორიამ გამოააშკარავა მოძრავი ობიექტის სივრცული და დროითი მახასიათებლების დამოკიდებულება [[ათვლის სისტემა|ათვლის სისტემის]] მიმართ ამ ობიექტის [[სიჩქარე|სიჩქარეზე]] და შემოიღო სივრცისა და დროის ერთიანი ოთხგანზომილებიანი კონტინუუმი – სივრცე–დრო. ყველა პროცესისათვის სივრცულ–დროითი კანონზომიერებანი ერთნაირია, რაც საშუალებას გვაძლევს ვილაპარაკოთ სივრცე–დროის თვისებებზე. [[ფარდობითობის ზოგადი თეორია]], ანუ [[გრავიტაცია|გრავიტაციის]] თეორია, სივრცულ–დროით თვისებებს შეისწავლის გრავიტაციულ ველში. ფარდობითობის სპეციალური თეორია ამ თვისებებს ისეთი მიახლოებით იკვლევს, როდესაც შესაძლებელია გრავიტაციული ეფექტების უგულვებელყოფა. მაშასადამე, ეს თეორია ფარდობითობის ზოგადი თეორიის კერძო შემთხვევაა. ფარდობითობის სპეციალურ თეორიას ხშირად [[აინშტაინი, ალბერტ|აინშტაინის]] ფარდობითობის თეორიას, ან მოკლედ ფარდობითობის თეორიას უწოდებენ.