ნიუ: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
→‎ლიტერატურა: clean up, removed: {{Link FA|es}} using AWB
No edit summary
ხაზი 1:
[[ფაილი:David von Michelangelo.jpg|მინი|[[დავითი (მიქელანჯელო)|დავითი]], [[1504]].]]
'''ნიუ''' ({{lang-fr|nu}} — შიშველი, გახდილი), [[სახვითი ხელოვნება|სახვითი ხელოვნების]] ჟანრი, რომელიც შიშველ (უმეტესად ქალის) სხეულს გამოსახავს. ნიუ არ ემსახურება სასწავლო მიზნებს, არც სურათის მოსამზადებელი მასალაა, იგი როგორც წესი, დამოუკიდებელი მხატვრული ნამუშევარია. ნიუს განვითარება დაკავშირებულია ადამიანის შიშველი სხეულის გამოსახულებასთან და ასახავს ამა თუ იმ ქვეყნისა და ეპოქის სილამაზის იდეალს. ნიუს საფუძველი ჩაეყარა აღორძინების ეპოქაში. იტალიური ჰუმანიზმისათვის დამახასიათებელი სილამაზის იდეალი აისახა [[ჯორჯონე]]ს, [[ტიციანი]]ს, [[კორეჯო]]ს და სხვების შემოქმედებაში. ნიუს, როგორც ჟანრის, ფორმირება XVII საუკუნეში სენსუალიზმის იდეის გავრცელებასთან ერთად მოხდა. [[პეტერ პაულ რუბენსი]]ს ნაწარმოებებში გამოყენებულია ბაროკოს მდიდრული ფორმები („ქურქი“, დაახლოებით 1638-1640, სამხატვრო-ისტორიული მუზეუმი, ვენა), შიშველი ქალის გამოსახულებას ადგილი დაუთმო თავის შემოქმედებაში [[დიეგო ველასკესი|ველასკესმა]] („ვენერა სარკის წინ“, 1651, ეროვნული გალერეა, ლონდონი), [[რემბრანდტი|რემბრანდტმა]] უარი თქვა მოდელის იდეალიზაციაზე და შექმნა ინტიმურ-ყოფითი ნამუშევრები („დანაე“, 1636, ერმიტაჟი, სანქტ-პეტერბურგი). XVIII საუკუნეში ნიუ ფართოდ გავრცელდა ფრანგული როკოკოს ხელოვნებაში. XIX საუკუნის I ნახევარში [[ჟან ოგიუსტ დომინიკ ენგრი|ჟან ოგიუსტ დომინიკ ენგრმა]] სინამდვილეს დაუპირისპირა სილამაზის კლასიკური, იდეალური კანონები („წყარო“, 1856, ლუვრი, პარიზი). [[გუსტავ კურბე]]ს ადრინდელი ნამუშევრები დემოკრატიულია, [[ედუარ მანე]]მ ყოველგვარი კავშირი გაწყვიტა მითოლოგიასთან და მოდელი რეალურ გარემოში მოგვცა („ოლიმპია“, 1863, იმპრესიონიზმის მუზეუმი, პარიზი); ბენუბისაგან განუყოფელია შიშველი ქალის ფიგურა [[პიერ ოგიუსტ რენუარი]]ს ნამუშევრებში („ნიუ მზეზე“, 1876, იმპრესიონიზმის მუზეუმი). XX საუკუნის ხელოვნებაში ჩნდება გამოსახვის ახალი ხერხები ([[პაბლო პიკასო]], [[ჟორჟ რუო]], [[ამედეო მოდილიანი]] და სხვები), რომელთაც სახის ექსპრესიულობის გაძლიერება მოჰყვა.
 
== ლიტერატურა ==
* [[ქსე]], ტ. 7, გვ. 445-446, თბ., 1984
*{{cite book| author=Berry, William A.| year=1977| title=Drawing the Human Form: A Guide to Drawing from Life| publisher=Van Nortrand Reinhold Co.| location=New York| isbn=0-442-20717-4 }}
*{{cite book| first=Frances| last=Borzello| year=2012| title=The Naked Nude| publisher=Thames & Hudson Inc.| location=New York| isbn=978-0-500-23892-9}}
*{{cite book| author=Clark, Kenneth| year=1956| title=The Nude: A Study in Ideal Form| publisher=Princeton University Press| location=Princeton| isbn=0-691-01788-3 }}
*{{cite book| editor=Dawes, Richard | title=John Hedgecoe's Nude Phtotgraphy | publisher=Simon and Schuster | location=New York | year=1984}}
 
== რესურსები ინტერნეტში ==
* {{cite web|url=http://www.francis-bacon.com/paintings/?c=74-75|title=Francis Bacon|publisher=Estate of Francis Bacon|accessdate=10 November 2012}}
* [http://www.leopoldmuseum.org/en/exhibitions/46/nude-men Leopold Museum, Austria -''Nude Men'']
 
[[კატეგორია:ხელოვნების ჟანრები]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ნიუ“-დან