'''პეტრე III''' ([[1021 თებერვალი]], [[1728]], [[კილი]], [[გერმანია]] - გ. [[17 ივლისი]], [[1762]], [[როფშა]], [[სანქტ-პეტერბურგი]]ს მახლობლად) - [[რუსეთი]]ს იმპერატორი [[1761]]-[[1762]] წწ. [[პეტრე I დიდი|პეტრე I]]-ის ქალიშვილის ანა პეტრეს ასულისა და ჰოლშტაინ-გოტორპის ჰერცოგის ვაჟი. [[1742]] წელს იმპერატორმა ელისაბედ პეტრეს ასულმა იგი ტახტის მემკვიდრედ გამოაცხადა. [[1745]] წელს პეტრე III შეუღლდა პრინცესა სოფია ფრედერიკა ავგუსტა ფონ ანჰალტ-ცერბსტთან (მომავალი იმპერატორი [[ეკატერინე II (რუსეთი)|ეკატერინე II]]). პეტრე III იყო [[პრუსია|პრუსიის]] მეფის [[ფრიდრიხ II (პრუსია)|ფრიდრიხ II]]-ის თაყვანისმცემელი. რუსეთის ეროვნული ინტერესების უგულებელყოფის გამო პეტრე III ტახტიდან ჩამოაგდეს და როფშაში გაასახლეს, სადაც ეკატერინეს ბრძანებით მოკლეს.