გომბორის ქედი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 25:
| რუკის წარწერა =
}}
'''გომბორის ქედი''', ''ცივ-გომბორის ქედი'', ''ჰერეთის მთა'' — კავკასიონის მთათა სისტემასთან დაკავშირებული ქედი; [[შახვეტილას მთა]]სთან ებმის მთავარი წყალგამყოფი ქედის სამხრეთ ტოტს — [[კახეთის ქედი|კახეთის ქედს]]. მიმართულია ჩრდილოეთიდან სამხრეთ-აღმოსავლეთისაკენ. სიგრძე 107 კმ. უმაღლესი მწვერვალი [[ცივი (მწვერვალი)|ცივი]] (1991 მ). აგებულია ძირითადად ცარცული და მესამეული ასაკის დანალექი წყებებით. წარმოადგენს მდინარეების ალაზნისა და ივრის წყალგამყოფს. ჩრდილოეთ კალთაზე ჩაჭრილია მდინარეების ორვილის, ხოდაშნისხევის, თურდოს, კისისხევის, ვანთისხევის, ჭერემისხევის, ფაფრისხევის, ხოლო სამხრეთ კალთაზე — [[გომბორი (მდინარე)|გომბორის]], ლაფიანხევისა და სხვა ხეობები. დამახასიათებელია მეწყრები, ბედლენდები, ხელოვნური გამოქვაბულები. ქედის თხემზე მეორეული სუბალპური მდელოებია, კალთებზე — ფოთლოვანი ტყე და ზოგან ფიჭვნარი. იგი ხასიათდება ზომიერად ნოტიო ჰავით, ტყიანი და ტყესტეპიანი მცენარეულობით, რომლებიც, ადამიანის ინტენსიური ჩარევის შედეგად, ქედის თხემზე გარდაქმნილია მეორად მდელოებად და საზაფხულო საძოვრებს წარმოადგენს. ეს საძოვრები, გარდა ადგილობრივი მნიშვნელობისა უძველესი დროიდანვე გამოიყენებოდა ცხვრის დიდი ფარების გადასარეკ ტრასად საზამთრო საძოვრებიდან (მტკვრისა და ივრის პირები, [[შირაქი]]) საზაფხულო საძოვრებისაკენ ([[თიანეთი]], [[ფშავი]], [[ხევსურეთი]], [[თუშეთი]]) და პირიქით.
 
გომბორის ქედზე გადიოდა უმოკლესი გზები, რომლებიც ივრის ხეობას ალაზნის ველთან აკავშირებდა. ძველი დროიდანვე გომბორის ქედზე გამავალი გზები ინტენსიურად გამოიყენებოდა. ამის მოწმობაა, თუნდაც, შემორჩენილი მატერიალური კულტურის ნაშთები ციხეებისა და ეკლესიების სახით. ერთ-ერთი უძველესი და უმოკლესი გზა, რომლითაც ივრის ხეობა (უჯარმა) უკავშირდებოდა ალაზნის ველს (თელავი) გადიოდა სამების ხევზე, რასაც გვიდასტურებს ვახუშტიც:
ხაზი 35:
გომბორის ქედის გარე კახეთისაკენ მიმართული ფერდი საგრძნობლად ციცაბოა, ინტენსიურად ირეცხება და ქმნის შიშველ რელიეფს, რომელიც გაბატონებულია ივრის მარცხენა შენაკადი ხევების სათავეებში და ღვარცოფული აქტივობის კერებს წარმოადგენს. ამიტომ ამ ხევების კალაპოტი მოფენილია სამშენებლოდ ძველთაგანვე გამოყენებული რიყის ქვით.
 
გომბორის ქედს ისტორიული წყაროები სხვადასხვაგვარად იხსენიებენ: ჰერეთის მთა, ცივის მთა, გომბორის ქედი, ცივ-გომბორის ქედი: ამათგან, უძველესი უნდა იყოს ჰერეთის მთა, ხოლო ყველაზე გვიანი — გომბორის ქედი, რადგან გომბორის უღელტეხილი შედარებით გვიან შემოდის ინტენსიურ ხმარებაში, აქ გზატკეცილის გაყვანის შემდეგ. ვახუშტი არც კი იცნობს მას და [[ვერენის ციხე]] სამების ხევზე გამავალი გზის სტრატეგიულ პუნქტად მიაჩნია. ჰერეთის მთის შემდეგ ქედის სახელად ცივის მთის გავრცელებაზე უნდა მიუთითებდეს მრავალი მთის (მწვერვალის) ცივის არსებობა ქედზე: დიდი ცივი, მანავის ცივი, თოხლიაურის ცივი და ა. შ.
 
==ლიტერატურა==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/გომბორის_ქედი“-დან