ბაგრატ IV (იმერეთის მეფე): განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 32:
[[ალექსანდრე III (იმერეთის მეფე)|ალექსანდრე III]]-ის გადაცვალების შემდეგ ([[1660]], [[4 მარტი]]), ბაგრატის დედინაცვალმა [[დარეჯანი (ზურაბ არაგვის ერისთავის მეუღლე)|დარეჯანმა]], რომელიც ქვეყნის ფაქტობრივი გამგებელი იყო, ბაგრატს ცოლად შერთო თავისი ძმის, [[თეიმურაზ I]]–ს ვაჟის, დავითის ასული ქეთევანი. მაგრამ, სულ რამდენიმე თვეში, მისივე ბრძანებით, ბაგრატი დააბრმავეს და ტახტიდან გადააყენეს, თვითონ დარეჯანი კი [[ვახტანგ ბაგრატიონი (ჭუჭუნიაშვილი)|ვახტანგ ბაგრატიონს]], ზედწოდებით ჭუჭუნიაშვილს მისთხოვდა. ვახტანგი მეფედ გამოაცხადეს.
 
დარეჯანის საქციელით უკმაყოფილო თავადთა ერთმა ნაწილმა(ქვემო იმერეთიდან) ვამიყ დადიანი,მეორე ნაწილმა კი (ზემო იმერეთიდან) ვახტანგ V შაჰნავაზი მიიწვია იმერეთში. ვამიყმა შეიპყრო დარეჯანი და ვახტანგი (ამ უკანასკნელს თვალები დასთხარა) და თავი მეფედ გამოაცხადა. ამასობაში ვახტანგმა ზემო იმერეთი დაიკავა. დადიანი და ვახტანგი შეთანხმდნენ და იმერეთი შუაზე გაიყვეს, საზღვრად მდ. ბუჯისწყალი დადვეს (1660). ცოტა ხანში აიირიააირია მათ შორის ურთიერთობადურთიერთობა და ვახტანგმა გაილაშქრა მის წინააღმდეგ. ჯერ იმერეთში აიღო სვერის, კაცხის და სკანდის ციხეები, შემდეგ კი ოდიშზე გაილაშქრა. ვამიყ დადიანი ცოლ-შვილით სვანეთში გაიქცა და ჭაქვინჯის ციხეს შეაფარა თავი. ქუთაისში ვახტანგმა იმერეთის მეფედ გამოაცხადა თავისი ძე-არჩილი (1661 წელი), შემდეგ ქართლში დაბრუნდა და თან წამოიყვანა უსინათლო ბაგრატ IV. მოგვიანებით ვახტანგმა ირანის მოთხოვნით არჩილი უკან გაიწვია და იმერეთში კვლავ გამეფდა ბაგრატი. ვახტანგმა ბაგრატს გაატანა იორამ სააკაძე, იორამმა იგი ქუთაისში მიიყვანა და ტახტზე დასვა.
 
ბაგრატ IV-ის მერყევმა პოლიტიკამ ხელი შეუწყო ფეოდალურფეოდალური შინაომების გაღრმავებას, გაძლიერდა იმერელ ფეოდალთა და გურია-სამეგრელოს მთავართა თვითნებობა, გახშირდა „[[ტყვის სყიდვა]]“. ბაგრატ IV-ს სამჯერ ჩამოართვეს მეფობა. მეფობის პერიოდშიც მას ფაქტობრივად მხოლოდ სამეფო დომენი ემორჩილებოდა. სახლთუხუცესმა [[სეხნია ჩხეიძე]]მ ქუთაისის ციხე ორჯერ ([[1666]], [[1668]]) გადასცა ოსმალებს. ბაგრატ IV-მ შეძლო მისი დაბრუნება, მაგრამ [[1674]] იძულებული გახდა თვითონ გადაეცა ის ოსმალებისათვის.
 
== ლიტერატურა ==