ნანტის ედიქტი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
Bot: 44 ენათაშორისი ბმული გადატანილია Wikidata_ზე, d:q179788
No edit summary
ხაზი 1:
[[ფაილი:Edit de Nantes Avril 1598.jpg|მინი|მარჯვნივ|250პქ|ნანტის ედიქტი, 1598 წ.]]
'''ნანტის ედიქტი''' —კანონი— კანონი, რომელიც ფრანგ [[პროტესტანტიზმი|პროტესტანტ]]-[[ჰუგენოტები|ჰუგენოტებს]] რწმენის თავისუფლებას ანიჭებდა. კანონი შედგენილ იქნა მეფე [[ანრი IV (საფრანგეთი)|ანრი IV]]-ის ბრძანებით და დამტკიცდა ნანტში, [[1598]] წლის 13 აპრილს. კანონი შედგებოდა 93 მუხლისა და 36 საიდუმლო დადგენილებისგან; ეს უკანასკნელი პარლამენტის მიერ განხილული არ იყო და მის პროტოკოლში არ შეუტანიათ. ედიქტის მიღებას წინ უძღოდა ჰუგენოტების მრავალრიცხოვანი საჩივრები და ხანგრძლივი მოლაპარაკებები მეფესთან.
 
მონაწილეთა მთავარი განხილვის თემა [[სამოქალაქო კავშირი]] იყო. შედეგად, ედიქტმა სამოქალაქო კავშირი რელიგიურისგან გამოყო, ასევე პირველად ისტორიაში ზოგიერთ პროტესტანტს ერეტიკოსის წოდება მოუხსნა, გაუხსნა რა გზა [[სეკულარიზმი|სეკულარიზმსა]] და [[ტოლერანტობა]]ს. პიროვნებისთვის თვითგამორკვევის თავისუფლების მინიჭებით, ედიქტი პროტესტანტებს მრავალ მნიშვნელოვან დათმობას სთავაზობდა, მათ შორის ამნისტიასა და მათი სამოქალაქო უფლებების აღდგენას (მოიცავდა ნებისმიერ სფეროში სამსახურის უფლებას და საჩივრების პირდაპირ მეფესთან მიტანის უფლებას). ედიქტმა ბოლო მოუღო რელიგიურ ომებს, რომელიც საფრანგეთის მოსახლეობას ერთმანეთთან აქიშპებდა XVI საუკუნის მეორე ნახევრის განმავლობაში.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ნანტის_ედიქტი“-დან