კონსტანტინე II (კახეთის მეფე): განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 37:
[[1723]] წლის 12 ივნისს ოსმალები თბილისში შევიდნენ. ვახტანგ VI-მ შეძლო ფაშის მოქრთამვა, რის შედეგადაც ქართლის გამგებლობა ოსმალებმა ბაქარს მისცეს, ხოლო კონსტანტინე II დააპატიმრეს. მალე ბაქარის ფარული ხელშეწყობით კონსტანტინე II კახეთში გაიქცა, შემდეგ ბაქარიც განუდგა ოკუპანტებს და ოსმალებმა თბილისის გამგებლობა იესეს გადასცეს. კონსტანტინე II-მ და ბაქარმა [[მცხეთა]]ში კავშირი შეკრეს ოსმალო ოკუპანტებთან ერთობლივი ბრძოლის შესახებ. კონსტანტინე II-ს იმედი ჰქონდა რუსეთის დახმარებისა. ამ მიზნით [[პეტრე I|პეტრე I-ს]] სთხოვდა ქართლ-კახეთის მიღებას რუსეთის მფარველობაში, მაგრამ რუსეთი ოსმალეთთან ზავის დარღვევას ერიდებოდა. ვახტანგ VI-ისა და ბაქარის [[რუსეთის იმპერია|რუსეთში]] წასვლის ([[1724]] წლის 15 ივლისი) შემდეგ ქართლ-კახეთის მოსახლეობის ბრძოლას ოსმალთა წინააღმდეგ სათავეში ჩაუდგა კონსტანტინე II. იგი არაგვის ხეობაში გამაგრდა, კავშირი დაამყარა ოკუპანტების წინააღმდეგ მებრძოლ ერევნის, განჯის, შამშადილის მოსახლეობასთან, მაგრამ საქართველოსა და სამხრეთ აზერბაიჯანის ძალების ერთდროული გამოსვლა ვერ მოხერხდა: მტერმა ჯერ ამ გამათავისუფლებელი მოძრაობის სამხრეთ აზერბაიჯანის დაჯგუფება გაანადგურა, შემდეგ კი, [[1724]] წლის სექტემბერში, კონსტანტინე II და მისი მომხრეები — ატენის ხეობაში, [[გუფთა]]სთან, და საარწივედ წოდებულ ქედთან მომხდარ ბრძოლაში. კონსტანტინე II ჯერ შანშე ქსნის ერისთავს შეეხიზნა, შემდეგ კი მთელი წელი ფშავში გაატარა, რადგან თითქმის მთელ კახეთში ლეკები დათარეშობდნენ.
 
[[1725]] კახეთის მოსახლეობამ ლეკები განდევნა და მიიწვია ფშავში გახიზნული კონსტანტინე II, რომელიც თელავს ჩავიდა, ის შეეცადა ლეკების გამოყენებას ოსმალების წინააღმდეგ, მოურიგდა კიდეც მათ იმ პირობით, რომ კახეთით გზას მისცემდა ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის საძარცვავად. ხანგრძლივი ბრძოლის შემდეგ კონსტანტინე II იძულებული გახდა დაზავებოდა ოსმალებს: კახეთმსკახეთმა ოსმალეთისათვის ხარკის მიცემა იკისრა, მაგრამ არც ერთი მხარე არ ენდობოდა ერთმანეთს. მას შემდეგ, რაც ოსმალთა წინააღმდეგ ბრძოლებში ([[1730]]-32) წარმატებას მიაღწია ნადირმა (შემდეგში ნადირ-შაჰი), ამიერკავკასიაში განმათავისუფლებელი მოძრაობის ახალმა ტალღამ იფეთქა. კონსტანტინე II ოსმალეთისათვის მთლად მიუღებელი აღმოჩნდა. კახეთში ლაშქრით მოსულმა ახალციხის ფაშამ უსუფმა (თბილისის ფაშის ისაყის შვილმა) კონსტანტინე II ზავზე მოსალაპარაკებლად ბეჟანბაღს (კახეთში) მიიწვია, სადაც ის ვერაგულად მოკლა ისაყ-ფაშას მსახურმა მაჰმადბეგმა (ვახუშტის მიხედვით ეს მოხდა [[1729]]).
==ლიტერატურა==
{{ქსე||5|642-643|გუჩუა ვ.}}