ფრინველთა მიმოფრენა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 4:
ფრინველთა მიმოფრენა საშუალებას აძლევს ფრინველს გამრავლდეს თაობათა მანძილზე შეგუებულ საბუდარ ტერიტორიაზე, რომელიც სხვა სეზონებში ([[ჰავა|ჰავის]] სეზონური ცვლილებების გამო) საცხოვრებლად გამოუყენებელია. ფრინველთა მიმოფრენა მემკვიდრულად განმტკიცებული თვისებაა, რომელიც წარმოიქმნა სახეობის განსახლებისას ახალი ტერიტორიაზე ან საბუდარ ტერიტორიაზე საარსებო პირობების შეცვლის შედეგად. ამის გამო პოპულაციის ერთი ნაწილი შეიძლება იყოს გადამფრენი, მეორე კი — მობინადრე.
 
ფრინველთა მიმოფრენის სიშორე დამოკიდებულია მათი ცხოვრების ნირზე, ეკოლოგიაზე: ფრინველები, რომლებიც [[მარცვლოვნებიმარცვლოვანნი|მარცვლოვნებით]] იკვებებიან, უფრო ახლოს მიფრინავენ; რომლებიც [[მწერები|მწერებს]] ჭამენ — უფრო სამხრეთით, წყალმცურავნი კი — გაუყინავი [[წყალსატევი|წყალსატევეებისაკენ]] და ა.შ. ყველაზე შორს — [[ანტარქტიკა]]ში მიფრინავენ [[არქტიკა]]ში მობუდარი პოლარული [[თევზიყლაპიები]]. ზოგიერთი ფრინველის დედლები მამლებზე უფრო სამხრეთით ზამთრობენ. მეტეოროლოგიურმა პირობებმა და კვების ფაქტორმა შეიძლება დააჩქაროს ან გაახანგრძლივოს ფრინველთა მიმოფრენა, რასაც თან ახლავს ფრინველებში [[ცხიმი]]ს დაგროვება, განსაკუთრებული ბიოლოგიური რიტმების რიტმების გაჩენა, გუნდური მოძრაობა და სხვა.
 
[[გაზაფხული|გაზაფხულზე]] ფრინველთა მიმოფრენის დაწყების სიგნალია დღის გახანგრძლივება. ფრინველთა მიმოფრენის მიმართულება განპირობებულია ხელსაყრელი ზამთრობის ადგილებისაკენ ლტოლვით. ჩვეულებრივ ფრინველთა მიმოფრენა ყოველდღე არ ხდება: 1—2 დღე-ღამის განმავლობაში ფრენას ენაცვლება 5—10 დღე-ღამის შესვენება, რადგანაც ამ დროს ფრინველებს ჩვეულებრივზე 12—14-ჯერ უფრო მეტი ენერგია ეხარჯებათ. ფრინველთა მიმოფრენა ხდება დღისითაც და ღამითაც, პატარ-პატარა ჯგუფები კი ფრენენ მხოლოდ დღისით ან მხოლოდ ღამით. დღის მიმოფრენა იწყება გამთენიისას და გრძელდება 5 სთ-მდე. ღამისა კი იწყება მზის ჩასვლის შემდეგ და გრძელდება მთელი ღამე.