ფრინველთა მიმოფრენა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
[[ფაილი:Grus grus flocks.jpg|thumb|right|ფრინველთა მიმოფრენა]]
'''ფრინველთა მიმოფრენა''' — [[ფრინველები|ფრინველთა]] პოპულაციების ან მათი ნაწილის პერიოდული (ყოველწლიური), მეტ-ნაკლებად შორეული ადგილგადანაცვლება ბუდობის ადგილიდან [[ზამთარი|ზამთრობის]] ადგილისაკენ, რომლის დროსაც ფრინველთა ნაწილი მაინც უკან ბრუნდება.
 
ფრინველთა მიმოფრენა საშუალებას აძლევს ფრინველს გამრავლდეს თაობათა მანძილზე შეგუებულ საბუდარ ტერიტორიაზე, რომელიც სხვა სეზონებში ([[ჰავა|ჰავის]] სეზონური ცვლილებების გამო) საცხოვრებლად გამოუყენებელია. ფრინველთა მიმოფრენა მემკვიდრულად განმტკიცებული თვისებაა, რომელიც წარმოიქმნა სახეობის განსახლებისას ახალი ტერიტორიაზე ან საბუდარ ტერიტორიაზე საარსებო პირობების შეცვლის შედეგად. ამის გამო პოპულაციის ერთი ნაწილი შეიძლება იყოს გადამფრენი, მეორე კი — მობინადრე.
 
ფრინველთა მიმოფრენის სიშორე დამოკიდებულია მათი ცხოვრების ნირზე, ეკოლოგიაზე: ფრინველები, რომლებიც [[მარცვლოვნები]]თ იკვებებიან, უფრო ახლოს მიფრინავენ; რომლებიც [[მწერები|მწერებს]] ჭამენ - უფრო სამხრეთით, წყალმცურავნი კი — გაუყინავი [[წყალსატევი|წყალსატევეებისაკენ]] და ა.შ. ყველაზე შორს — [[ანტარქტიკა]]ში მიფრინავენ არქტიკაში[[არქტიკა]]ში მობუდარი პოლარული [[თევზიყლაპიები]]. ზოგიერთი ფრინველის დედლები მამლებზე უფრო სამხრეთით ზამთრობენ. მეტეოროლოგიურმა პირობებმა და კვების ფაქტორმა შეიძლება დააჩქაროს ან გაახანგრძლივოს ფრინველთა მიმოფრენა, რასაც თან ახლავს ფრინველებში [[ცხიმი]]ს დაგროვება, განსაკუთრებული ბიოლოგიური რიტმების რიტმების გაჩენა, გუნდური მოძრაობა და სხვა.
 
[[გაზაფხული|გაზაფხულზე]] ფრინველთა მიმოფრენის დაწყების სიგნალია დღის გახანგრძლივება. ფრინველთა მიმოფრენის მიმართულება განპირობებულია ხელსაყრელი ზამთრობის ადგილებისაკენ ლტოლვით. ჩვეულებრივ ფრინველთა მიმოფრენა ყოველდღე არ ხდება: 1-21—2 დღე-ღამის განმავლობაში ფრენას ენაცვლება 5-105—10 დღე-ღამის შესვენება, რადგანაც ამ დროს ფრინველებს ჩვეულებრივზე 12-1412—14-ჯერ უფრო მეტი ენერგია ეხარჯებათ. ფრინველთა მიმოფრენა ხდება დღისითაც და ღამითაც, პატარ-პატარა ჯგუფები კი ფრენენ მხოლოდ დღისით ან მხოლოდ ღამით. დღის მიმოფრენა იწყება გამთენიისას და გრძელდება 5 სთ-მდე. ღამისა კი იწყება მზის ჩასვლის შემდეგ და გრძელდება მთელი ღამე.
 
ფრინველთა მიმოფრენის სიმაღლე მერყეობს რამდენიმე ასეული მეტრიდან რამდენიმე კილმეტრამდე. ფრინველთა უმრავლესობა ფრენს გუნდებად: ერთრიგად, მწკრივად ან სოლისებურად და სხვა, უფრო რთულ ჯგუფებად. გუნდური ფრენა სასარგებლოა ორიენტაციისათვის, მოძრაობის სინქრონულობისათვის, ამარტივებს აეროდინამიკურ პირობებს, ამცირებს მტაცებლების მიერ მიყენებულ ზარალს. ფრინველთა მიმოფრენის სიჩქარე მერყეობს დღე-ღამეში 30-5030—50 [[კმ]]-იდან 200-300200—300 კმ-მდე, ჩვეულებრივ 1-21—2 თვეს[[თვე]]ს გრძელდება, უფრო ხანგრძლივია შემოდგომაზე.
 
ფრინველთა მიმოფრენის საჭირო მიმართულების განსაზღვრა თანდაყოლილი ნიშან-თვისებაა. ზოგი ორიენტირებას ახდენს [[მზე|მზის]], [[მთვარე|მთვარის]], [[ვარსკვლავები|ვარსკვლავების]] მიხედვით, ზოგი (გამოცდილი) — ლანდშაფტის[[ლანდშაფტი]]ს თავისებურებების დამახსოვრებით. ზოგიც — გეომაგნიტური ველის მიხედვით. [[საქართველო]] მიმოფრენი ფრინველები, ჩვეულებრივ, აფრიკაში[[აფრიკა]]ში ზამთრობენ ან უფრო სამხრეთით ნომადობენ.
 
== იხილეთ აგრეთვე ==
* [[მიმომფრენი ფრინველები]]
 
== ლიტერატურა ==