პეტროგლიფები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: '''პეტროგლიფები''' ('''კლდის მხატვრობა''') — ქვაზე ამოკვეთილი გამო...
 
No edit summary
ხაზი 6:
მსგავსი ძეგლები სადღაც ერთ ადგილზე კი არ არიან თავმოყრილები, არამედ ვრცლად არიან გაფანტულები ჩვენი [[პლანეტა|პლანეტის]] მთელ ზედაპირზე. ისინი ნაპოვნი არიან [[ყაზახეთი|ყაზახეთში]] ([[ტამგალი]]), [[კარელიის რესპუბლიკა|კარელიაში]], [[ესპანეთი|ესპანეთში]] ([[ალტამირის მღვიმე]]), [[საფრანგეთი|საფრანგეთში]] ([[ფონ-დე-გომი]]ს მღვიმეები, მონტესპანი და სხვ.), [[ციმბირი|ციმბირში]], დონზე ([[კოსტიონკი]]), [[იტალია]]ში, [[ინგლისი|ინგლისში]], [[გერმანია]]ში, [[ალჟირი|ალჟირში]], სადაც ახლახანს აღმოჩენილი იქნა და მთელ მსოფლიოში სენსაცია გამოიწვია [[ტასილინ-აჯერი]]ს [[მთა|მთიანი]] [[პლატო]]ს გიგანტურმა მრავალფეროვანმა ნახატებმა [[საჰარა]]ში, [[უდაბნო]]ს [[ქვიშა|ქვიშებს]] შორის.
 
ძირითადად, ეს [[ცხოველები]]ს — [[ირემი|ირმების]], [[ბიზონი|ბიზონების]], [[გარეული ღორი|გარეული ღორების]], ველური [[ცხენი|ცხენების]] გამოსახულებებია; მათ შორის არიან ისეთებიც, რომლებიც დღეისათვის [[დედამიწა]]ზე უკვე აღარ ბინადრობენ — გრძელბეწვიანი [[ბეწვიანი მამონტი|გრძელბეწვიანი მამონტები]], [[ხმალკბილა ვეფხვი|ხმალკბილა ვეფხვები]]. მხოლოდ იშვიათად გვხვდება ადამიანის ფიგურების და თავების ფიგურები, რიტუალური [[ნიღაბი (რიტუალი)|ნიღბები]]. მხოლოდ მოგვიანებით, [[ნეოლითის ხანა]]ში, დაიწყეს პირველყოფილი ტომების ცხოვრების სცენების გამოხატვა — ნადირობის, ბრძოლის, ცეკვის და რაიმე ძნელად მისახვედრი წეს-ჩვეულებების. ასეთი კომპოზიციები დაახლოებით თარიღდება VI—IV ათასწლეულით ჩვენს წელთაღრიცხვამდე. ხოლო ყველაზე ადრეული გამოსახულებები, სადაც ჭარბობს ცხოველების «პორტრეტები», მიეკუთვნება ზედა [[პალეოლითი]]ს ხანას, ანუ შეიქმნა 40—20 ათასი წლის წინ.
 
==იხილეთ აგრეთვე==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/პეტროგლიფები“-დან