წმინდა ნინო: განსხვავება გადახედვებს შორის

წმინდა ნინო გარდაიცვალ იქვე, კუხეთის დაბა ბოდში, რომელსაც, ტრადიციულად, დღევანდელ [[ბოდბე]]სთან აიგივებენ, თუმცა არსებობს საფუძვლიანი მოსაზრება, რომ [[ბოდი]] უნდა იყოს დღევანდელი სოფ. [[ნინოწმინდა]] [[საგარეჯოს მუნიციპალიტეტი|საგარეჯოს მუნიციპალიტეტში]].
 
{{ციტატა|მაშინ შეიძრეს ორნივე ესე ქალაქნი, მცხეთა და უჯარმო და ყოველი ქართლი მიცუალებასა მისსა, მუნ მოვიდოდეს სიმრავლე ერისა ფრიადისა და ურთიერთარს დასთრგუნვიდეს, რატა შეეხნენ ფესუსა სამოსლისა მისისასა; ხოლო მეფემან ძლით დააცხრო შფოთი იგი ერისა და განიზრახა რათა გუამი მისი აღიყუანოს და დაკრძალოს მახლობელად სუეტისა ცხოველისა და ვიტარცა ხელ ჰყვიან აღებად გუამისა მის წმიდისა, ხელნი მათნი უქმ იქმნიან და ყოვლად ვერ უძლიან შეძრვად; მაშინ გულისხმა ჰყუჱეს და დაკრძალეს მასვე ადგილსავე '''ზედა კუხეთს''', დაბასა ბუდისასა, რამეთუ მუნ ითხოვა თჳთ დაფლვა მეფისაგან შეხედვებითა ღუთისათა და სიმდაბლისათჳს ქმნა ესე წმინდამან, რამეთუ ადგილი იგი შეურაცხ იყო. და მწუხარე იყო მეფე და ყოველნი წარჩინებულნი მუნ დაფლვასა მისსა, არამედ მცნებისა ანდერძისა მისისა აღსრულებისათჳს დაჰფლეს მუნ და ეკკლესია აღუშენეს და ეპისკოპოზი განაჩინეს მას ზედა ესრეთ პატივით და კრძალულებით პატივსცეს წმიდასა და ნეტარსა და განმანათლებელსა ქართლისასა, კახეთისასა და ჰერეთისასა სამგზის სანატრელსა ღუთივ დიდებულსა ნინოს.}}
 
საყურადღებოა ის ფაქტი, რომ საქადაგებლად წობენიდან ერწოში წასასვლელად არსებობდა მხოლოდ ერთი გზა, რომელიც კუხეთის დაბა '''[[ბოდავი|ბოდავზე]]''' გადიოდა. ერწო-თიანეთში ქადაგების შემდეგ წმინდა ნინო უკან სწორედ აღნიშნული გზით დაბრუნდებოდა მცხეთაში. შესაძლოა იქ სადაც დასნეულდა წმინდა ნინო, შემდგომში აშენდა [[ბოდავის ღვთისმშობლის ეკლესია]]. ბოდავი, რადგანაც კახეთის საზღვართან ახლოს მდებარეობს, იქედან გადმოსული ქრისტიანი კახელები (ფხოველები და თიანელები) ნახულობდნენ წმინდა ნინოს. მალევე უჯარმიდან წმინდა ნინოს სანახავად მოსული, რევი და სალომე სავარაუდოდ უჯარმაში გადმოიყვანდნენ. არაა გამორიცხული რომ ბოდავში დასნეულებული წმინდა ნინო გარდაიცვალა უკვე ნინოწმინდაში, ხოლო დაკრძალვით კი დაკრძალეს ალაზნის პირას, რომელსაც ბოდავის სახელი ბოდი ანუ ბოდბე ეწოდა.