კერინჩი-სებლატის ეროვნული პარკი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ალბათ კალდერა
დაზუსტება
ხაზი 19:
'''კერინჩი-სებლატის ეროვნული პარკი''' — უდიდესი [[ეროვნული პარკი]] [[ინდონეზია|ინდონეზიის]] კუნძულ [[სუმატრა]]ზე. მისი ფართობი 13 791 კმ²-ია და ინდონეზიის ოთხი პროვინციის ტერიტორიაზე ვრცელდება. [[2004]] წლიდან [[გუნუნგ-ლიოსერის ეროვნული პარკი|გუნუნგ-ლიოსერისა]] და [[ბუკიტ-ბარისან-სელატანის ეროვნული პარკი|ბუკიტ-ბარისან-სელატანის ეროვნულ პარკებთან]] ერთად, შესულია [[იუნესკო]]ს [[მსოფლიო მემკვიდრეობა|მსოფლიო მემკვიდრეობის]] სიაში საერთო სახელით — [[სუმატრის ტროპიკული ტყეები]].
 
პარკი მოიცავს [[ბარისანი|ბარისანის მთათა სისტემის]] დიდ ნაწილს და მათ შორის სუმატრის უმაღლეს მწვერვალ [[კერინჩი]]ს (3 805 მ). მრავლადაა სწრაფი მდინარეები, მღვიმეები, ცხელი წყაროები, ჩანჩქერები და უმაღლესი კალდერული ტბა მთელს [[სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია|სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში]] — გუნუნგ-ტუჯუჰი.
 
პარკი ფლორისა და ფაუნის ბიომრავალფეროვნებით გამოირჩევა. გავრცელებულია მცენარეთა 4 000-ზე მეტი სახეობა, მათ შორისაა მსოფლიოში უდიდესი ყვავილი [[Rafflesia arnoldii]]. ცხოველებიდან აღსანიშნავია: [[სუმატრის ვეფხვი]], [[სუმატრის მარტორქა]], სუმატრის სპილო, ბორნეოს ლეოპარდი, მალაიური ტაპირი. პარკში ასევე ბინადრობს ფრინველთა 370 სახეობა.