ანდრო სიმაშვილი: განსხვავება გადახედვებს შორის
[შეუმოწმებელი ვერსია] | [შეუმოწმებელი ვერსია] |
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary |
No edit summary |
||
ხაზი 46:
'''ანდრო სიმაშვილი''' (დ. [[6 ოქტომბერი]], [[1923]], [[ართანა]], [[თელავის რაიონი]]) — მომღერალი, ლოტბარი, სიმაშვილების გვარის თვალსაჩინო წარმომადგენელი, ღირსების ორდენის კავალერი, ფოლკლორის ეროვნული პრემიისა და ფონდი „ქართული გალობის“ ლაურეატი.
ანდრო სიმაშვილი დაიბადა 1923 წლის 6 ოქტომბერს [[თელავის რაიონი]]ს სოფელ [[ართანა]]ში. სწავლობდა ართანის ორწლიან, შემდეგ [[ნაფარეული]]ს საშუალო სკოლაში. 1947—1949 წლებში სწავლობდა თელავის უმაღლეს სამასწავლებლო (პედაგოგიურ) ინსტიტუტში ქართული ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტზე. 1949–1954 წლებში მუშაობდა [[ყვარლის რაიონი]]ს სოფელ [[ენისელი|ენისელში]] პროფტექნიკური სასწავლებლის აღმზრდელად და ითავსებდა კომკავშირის კომიტეტის მდივნის ფუნქციას.
1956–1961 წლებში სწავლას განაგრძობს [[თბილისის პედაგოგიური ინსტიტუტი|თბილისის პუშკინის სახელობის პედაგოგიურ ინსტიტუტში]], ქართული ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტის დაუსწრებელ განყოფილებაზე. პარალელურად მუშაობს ართანის რვაწლიან სკოლაში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად, შემდეგ სკოლის დირექტორად.
თავდაპირველად ყვარლის რაიონის ანსამბლში მღეროდა, შემდეგ მარიამ არჯევნიშვილთან, სტუდენტობის დროს კი — ფირუზ მახათელაშვილის გუნდში.
1955 წლიდან დაინიშნა სოფელ ართანის კლუბის გამგედ. 1954 წლიდან ანსამბლ ართანის ხელმძღვანელად ანდროს ძმა — მიხეილ სიმაშვილი დაინიშნა.
|