ალექსანდრე ორბელიანი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 8:
ყურადღებას იმსახურებს ალექსანდრე ორბელიანის „მემუარები“, რომელშიც გადმოცემულია მწერლის თანადროული საქართველოს ვითარება, მაშინდელი საზოგადოებრივი ცხოვრების დამახასიათებელი სურათები და ეთნოგრაფიული ხასიათის ნაშრომი „ივერიანელების გალობა, [[სიმღერა]] და ღიღინი“. 60-იანი წლების დასაწყისში მან მხარი დაუჭირა ერთიანი სალიტერატურო ენის დამკვიდრებას და მოითხოვა ძველი [[ქართული]] სალიტერატურო ენის აღდგენა, რათა იგი დასდებოდა საფუძვლად თანადროული მწერლობის განვითარებას.
 
ალექსანდრე ორბელიანის ისტორიული ხასიათის ნაწარმოებებიდან აღსანიშნავია: „1929„1829 წლის არეულობა საქართველოში“, „საქართველოს მეფის ირაკლის ძე ლევან“, „დაღესტნიდან ლეკების გადმოსვლა საქართველოში“, „შეთქმა მეფის ირაკლის მეორეზე საქართველოში“, „მოგონებანი“, „აღა-მაჰმად-ხანის შემოსვლა ქ. ტფილისში“ — რომელშიც, მართალია, ზოგიერთი ტენდენციურობით, მაგრამ საყურადღებო ფაქტების მითითებით, აღწერილია კრწანისის ბრძოლა და იმდროინდელი პოლიტიკური ვითარება აღმოსავლეთ საქართველოში.
 
ალექსანდრე ვახტანგის ძე ჯამბაკურ-ორბელიანი გარდაიცვალა [[1869]] წელს.