წმინდა ნინო: განსხვავება გადახედვებს შორის

 
წმინდა ნინო გარდაიცვალ იქვე, კუხეთის დაბა ბოდში, რომელსაც, ტრადიციულად, დღევანდელ [[ბოდბე]]სთან აიგივებენ, თუმცა არსებობს საფუძვლიანი მოსაზრება, რომ [[ბოდი]] უნდა იყოს დღევანდელი სოფ. [[ნინოწმინდა]] [[საგარეჯოს მუნიციპალიტეტი|საგარეჯოს მუნიციპალიტეტში]].
 
საყურადღებოა ის ფაქტი, რომ საქადაგებლად წობენიდან ერწოში წასასვლელად არსებობდა მხოლოდ ერთი გზა, რომელიც კუხეთის დაბა '''[[ბოდავი|ბოდავზე]]''' გადიოდა. ერწო-თიანეთში ქადაგების შემდეგ წმინდა ნინო უკან სწორედ აღნიშნული გზით დაბრუნდებოდა მცხეთაში. შესაძლოა იქ სადაც დასნეულდა წმინდა ნინო, შემდგომში აშენდა [[ბოდავის ღვთისმშობლის ეკლესია]]. ბოდავი, რადგანაც კახეთის საზღვართან ახლოს მდებარეობს, იქედან გადმოსული ქრისტიანი კახელები (ფხოველები და თიანელები) ნახულობდნენ წმინდა ნინოს. მალევე უჯარმიდან წმინდა ნინოს სანახავად მოსული, რევი და სალომე სავარაუდოდ უჯარმაში გადმოიყვანდნენ. არაა გამორიცხული რომ ბოდავში დასნეულებული წმინდა ნინო გარდაიცვალა უკვე ნინოწმინდაში, ხოლო დაკრძალვით კი დაკრძალეს ალაზნის პირას, რომელსაც ბოდავის სახელი ბოდი ანუ ბოდბე ეწოდა.
 
როგორც უკანასკნელი გამოკვლევებით დგინდება, წმ. ნინო გარდაიცვალა ქართლში მოსვლიდან მეთხუთმეტე, ანუ დაახ. 332 წელს, 31 წლის ასაკში, ხოლო მისი გარდაცვალების მიზეზი იყო „სიცხე და ჴურვება“, რაც დღევანდელი ტერმინოლოგიით მალარიას შეესაბამება.<ref>ნ. ნიკოლოზიშვილი, რ. შენგელია, წმინდა ნინოს გარდაცვალების მიზეზი, "ლიტერატურა და ხელოვნება", 2006, N9; ლევან ქურციკაშვილი, კიდევ ერთხელ წმინდა ნინოს აღსასრულზე, „ჩვენი მწერლობა“ (გამოხმაურება ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილისა და რამაზ შენგელიას წერილზე "წმინდა ნინოს გარდაცვალების მიზეზი"), 2006, N23, გვ.41-42</ref>