ეცის ყინულის კაცი: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
მუმია იპოვეს [[1991|1991 წლის]] [[19 სექტემბერი|19 სექტემბერს]] ნიურნბერგელმა ტურისტებმა ჰელმუტ და ერიკ სიმონებმა, მწვერვალ [[სიმილაუნი]]ს კალთებზე. თავდაპირველად მიიჩნიეს, რომ იგი ალპინისტის სხეულია.<ref>[http://www.iceman.it/en/node/233 ეცის ყინულის კაცი — ინფორმაცია]</ref> თუმცა მეორე დღეს მთის ჟანდარმისა და ალპური თავშესაფრის დარაჯის ძალისხმევით ცდილობდნენ [[ყინული|ყინულში]] ჩაფლული მუმიის ამოყვანას არქეოლოგიური ინსტრუმენტების გარეშე; მუმია იმდენად იყო ჩაყინული [[ყინული|ყინულში]], რომ მათ დასჭირდათ პნევმატიკური დრელისა და ყინულმჭრელის გამოყენება, რის შედეგადაც დაზიანდა მუმიის თეძო. მოგვიანებით, მუმია მოინახულა 8 ჯგუფმა, რომელთა შორის იყვნენ ცნობილი ალპინისტები [[ჰანს კამერლანდერი]] და [[რაინჰოლდ მესნერი]].
 
სხეული დეტალურად იქნა შესწავლილი. ამჟამინდელი შეფასების თანახმად, „ეცის ყინულის კაცი“ სიცოცხლის ბოლო წლებში სიმაღლეში იყო დაახლოებით 165 სმ,<ref>[http://www.theguardian.com/world/2000/sep/26/rorycarroll ყინულის კაცის გალხობა გენური ტესტებისათვის]</ref> იწონიდა დაახლოებით 50 კგ-ს.<ref>[http://www.mummytombs.com/otzi/health.htm ეცის ყინულის კაცის შესახებ]</ref> გარდაიცვალა დაახლოებით 45 წლის ასაკში. მუმიის წონა აღმოჩენისთანავეაღმოჩენისას მხოლოდ 13.750 კგ-ს შეადგენდა. [[2012|2012 წლის]] [[მაისი|მაისში]] მეცნიერებმა განაცხადეს, რომ მუმიის სისხლის უჯრედები ჯერ კიდევ დაუზიანებელია და შესაბამისად წარმოადგენს ოდესმე იდენტიფიცირებულ უძველესი სისხლის უჯრედებს.<ref>[http://www.foxnews.com/scitech/2012/05/02/iceman-mummy-holds-world-oldest-blood-cells/ ყინულის კაცის სისხლის უჯრედები]</ref> „ეცის ყინულის კაცი“ გარდაიცვალა მხარზე მიღებული ჭრილობით, სისხლდენით.<ref>[http://www.pbs.org/wgbh/nova/ancient/iceman-murder-mystery.html ეცის ყინულის კაცის საუდუმლო მკვლელობა]</ref>
 
ნანოტექნოლოგიისა და ატომურ-ძალისმიერი მიკროსკოპის მეშვეობით მუმიაში აგრეთვე აღმოაჩინეს ფიბრინი — გაუხსნელი ცილოვანი ნივთიერება, რომელიც წარმოიქმნება სისხლის შედედებისას. სხეული და მასთან დაკავშირებული ნივთები სამხრეთ ტიროლის არქეოლოგიურ მუზეუმში ინახება.<ref>[http://qartveli.ge/ge/news/398 სისხლის უძველესი უჯრედები და ახალი ინფორმაცია ყინულის კაცზე]</ref>
ანონიმური მომხმარებელი