გურბანგული ბერდიმუჰამედოვი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 44:
 
==ბიოგრაფია==
დაიბადა [[1957]] წლის 29 ივნისს [[თურქმენეთის სსრ]]-ის სოფელ ბაბარაპში, პედაგოგის ოჯახში. იგი ექვსშვილიან ოჯახში ერთადერთი ვაჟი იყო. არაოფიციალური ინფორმაციით მისი ნამდვილი მამა იყო თურქმენეთის ყოფილი მუდმივი პრეზიდენტი [[საფარმურატ ნიაზოვი]]<ref name="izvestia">[http://izvestia.ru/news/320241 Президент Туркмении Сапармурат Ниязов: «Я покину пост главы государства ещё при жизни» — Известия]</ref>.
 
[[1979]] წელს დაასრულა [[თურქმენეთი]]ს სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სტომატოლოგიის ფაკულტეტი, შემდეგ ასპირანტურა.
 
სამსახურეობრივი კარიერა დაიწყო [[1980]] წელს. [[1980]]-[[1982]] წლებში მუშაობდა სოფელ ერიკ-ყალის ამბულატორიის ექიმ-სტომატოლოგად. [[1982]]-[[1985]] წლებში აშხაბადის რაიონის მთავარ სტომატოლოგად. [[1990]]-[[1995]] წლებში სამედიცინო ინსტიტუტის თერაპიული სტომატოლოგიის კათედრის ასისტენტია. [[1995]]-[[1997]] წლებში თურქმენეთის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს სტომატოლოგიური ცენტრის დირექტორია. [[1997]]-[[2007]] წლებში კი ჯანმრთელობის დაცვის მინისტრი. [[2001]] წლიდან მინისტრთა საბჭოს თავჯდომარის მოადგილეა. [[2006]] წლის ნოემბერში თურქმენეთს წარმოადგნდა [[დსთ]]-ის სამიტზე.
 
პრეზიდენტ [[საფარმურატ ნიაზოვი]]ს გარდაცვალების შემდეგ გურბანგული ბერდიმუჰამედოვი მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა. კონსტიტუციის თანახმად ეს თანამდებობა ეკუთვნოდა [[ოვეზგელდი ატაევი|ოვეზგელდი ატაევს]], რომლის წინააღმდეგაც მოულოდნელად აღძრეს სისხლის სამართლის საქმე. [[2007]] წელს 89,23 %-ით აირჩიეს პრეზიდენტადდა გახდა ქვეყნის მეორე პრეზიდენტი. პირველი ოფიციალური ვიზიტით ეწვია [[საუდის არაბეთი|საუდის არაბეთს]], მოინახულა ისლამური სამყაროს სიწმინდეები. [[2012]] წლის არჩევნებში მიიღო ხმების 97,14 %<ref>[http://www.regnum.ru/news/polit/1500503.html EurasiaNet: Когда Бердымухамедов назначит себя пожизенным президентом Туркмении?]</ref>.
 
==სქოლიო==