კაკალი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 26:
| დაცვის სტატუსი = NT
}}
'''კაკალი''', '''ნიგვზის ხე''' ([[ლათ.]] {{lang-la|Juglans regia}}) — ფოთოლმცვივანი ხე [[კაკლისებრნი|კაკლისებრთა]] ოჯახისა. მისი სიმაღლე 20—30 მ აღწევს, დიამეტრი 1,5 მ. შვეულად მდგომს ვარჯი ფართოდ აქვს გადაშლილი, კორომში კი ვიწროდ არის აზიდული. აქვს ლეგა, დაშაშრული ქერქი, ერთსქესიანი და [[ერთსახლიანი მცენარეები|ერთსახლიანი]] ყვავილები, კენტფრთართული, პრიალა ფოთოლი, რომელიც ეთეროვან ზეთს შეიცავს. ნაყოფი კურკიანაა (ე. წ. [[კაკალი (ნაყოფი)|„კაკალი“]]). ბუნებრივად გავრცელებულია [[მცირე აზია]]ში, [[ბალკანეთის ნახევარკუნძული|ბალკანეთის ნახევარკუნძულზე]], [[ირანი|ირანში]], [[ჩინეთი|ჩინეთში]], [[კავკასია]]სა და [[ცენტრალური აზია|შუა აზიაში]]. [[ამიერკავკასია]]ში ველურად იზრდება თითქმის ყველგან, ქმნის მცირე კორომებს, მეტწილად კი ერთეული ხეებია. მდინარისპირა ვაკეთა ტყეებში შერეულია [[მუხა]]სთან, [[თელა (გვარი)|თელასა]] და [[რცხილა]]სთან.
 
[[საქართველო]]ში ველური კაკლის ყველაზე დიდი კორომია მდინარე [[ალაზანი|ალაზნის]] ნაპირებზე — [[პანკისის ხეობა]]ში (10 ჰა) და [[ჯუმას ყურე]]ში (ალაზნის ველის ჭალაში, 40 ჰა). კაკალი სინათლისა და სითბოს მოყვარულია. მაღალ მთებში (1500 მ-ზე ზევით) სიცივე აზიანებს, უძლებს 20-22&nbsp;°C-მდე ყინვას. საკმაოდ გვალვაგამძლეა. ვერ ეგუება ჭარბტენიან და ეწერ ნიადაგს. კარგად ზარობს ნოყიერ [[ნიადაგი|ნიადაგზე]], თიხნარ-კირნარზე. ყვავილობს ფოთლის გაშლასთან ერთად, ნაყოფი მწიფდება აგვისტო-სექტემბერში. ნაყოფმსხმოიარეა 12 წლიდან 200 წლამდე. მოსავლიანი ხე — 100-200 კგ ნაყოფს იძლევა. მძლავრი ფესვთა სისტემა აქვს. მისი [[მერქანი]] (მეტადრე ნუჟრები) ძვირფასი საავეჯე მასალაა. კაკლის გული შეიცავს ცხიმებს (45-77%), ცილებს (8-21%), B<sub>1</sub> ვიტამინსა და A პროვიტამინს. მკვახე ნაყოფი მდიდარია C ვიტამინით, მისგან მურაბას ამზადებენ მწიფე კაკლის გულისაგან — ნიგვზისაგან — ხდიან ზეთს და ხმარობენ საკონდიტრო წარმოებაში. წენგოსაგან ამზადებენ ყავისფერ საღებავს. ფოთლები და წენგო იხმარება [[მედიცინა]]ში. კაკალი კარგი საჩრდილობელი ხეა.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/კაკალი“-დან