საკმელა: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
| commons =
}}
'''საკმელა''' ({{lang-la|Cistus}}) — მცენარეთა გვარი [[საკმელასებრნი|საკმელასებრთა]] ოჯახისა. ბუჩქებია, სიმაღლე 2 მ-მდე აღწევს. ქეჩისებრ შებუსვილია ვარსკვლავისებრი და ჯირკვლოვანი ბეწვებით. საკმელა ხმელთაშუაზღვისპირეთის [[მაკვისი]]ს დამახასიათებელი მცენარეა. [[საქართველო]]ში 2 სახეობა იზრდება. მათგან [[კირქვების საკმელა|პონტური საკმელა]]ს (Cistus creticus) მოვარდისფრო ყვავილი აქვს. გავრცელებულია შავი ზღვის სანაპიროზე ფიჭვნარში და კირქვიან კლდოვან ფერდობებზე, აფხაზეთსა (ბიჭვინთა) და აჭარაში (როჭოხზე). იგი შეტანილია საქართველოს "წითელ„წითელ წიგნში"წიგნში“.<ref>[http://biodiversity-georgia.net/index.php?redlist=1 Georgian Biodiversity Database].</ref> მეორე სახეობას — [[სალბფოთოლა საკმელა]]ს (Cistus salvifolius) მოთეთრო-მოყვითალო ყვავილი აქვს. გავრცელებულია აფხაზეთში, აჭარასა და იმერეთში. ორივე სახეობა [[დეკორატიული მცენარეები|დეკორატიული]] და [[თაფლოვანი მცენარეები|თაფლოვანია]]. იყენებენ ხალხურ მედიცინაში.
 
==ლიტერატურა==
*[[ქსე]], ტ. 8, გვ. 677, თბ., 1984
 
==სქოლიო==
{{სქოლიო}}
 
[[კატეგორია:საკმელასებრნი]]