არყი: განსხვავება გადახედვებს შორის

3 ბაიტი დაემატა ,  4 წლის წინ
არ არის რედაქტირების რეზიუმე
'''არყი''', '''არყის ხე''' ({{lang-la|Betula}}) — ფოთოლმცვივანი ხეებისა და ბუჩქების გვარი [[არყისებრნი|არყისებრთა]] ოჯახისა, რომელიც 20 მ სილაღლემდე იზრდება. [[ქერქი]] თეთრია ან ყომრალი. მორიგეობით განლაგებული მომრგვალო მარტივი ფოთლები კიდემთლიანია. ყვავილები შეკრებილია მჭადა ყვავილებად. ნაყოფი ბრტყელი კაკალია, რომელსაც ორი აპკისებრი ფრთა აქვს. მრავლდება თესლითა და ძირკვის ამონაყარით. ცნობილია 130-მდე პოლიმორფული სახეობა, რომლებიც გვხვდება ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ზომიერ და ცივ სარტყელში აგრეთვე სუბტროპიკულ მთებში.
 
საქართველოში 5 სახეობაა. [[აჭარა]]-[[გურია]]ში მთის ზედა სარტყელსა და სუბალპურ ტანბრეცილ ტყეებში გვხვდება [[მედვედევის არყი]] (Betula medwedewii); კოლხეთის ენდემი [[მეგრული არყი]] (Betula megrelica) გავრცელებულია სამეგრელოსა და სვანეთის მთებში; [[რადეს არყი]] (Betula raddeana) - კავკასიონის ჩრდილოეთ კალთების ცენტრალურ და აღმოსავლეთ ნაწილში; [[ლიტვინოვის არყი]] (Betula litwinowii) ყველაზე გავრცელებული სახეობაა, დიდი რაოდენობითაა კავკასიონის და სამხრეთ მთიანეთის კალთებზე, ხოლო [[მეჭეჭიანი არყი]] (Betula verrucosa) კავკასიაში ყველგან გვხვდება.
 
არყი სინათლის მოყვარული და ტენის მომთხოვნია. ზოგი სახეობა შედარებით მშრალ პირობებს ეგუება, სიცივისა და ყინვის ამტანია. ცოცხლობს 150 წელზე მეტს. ქმნის წმინდა კორომებს ([[არყნარი|არყნარებს]]) ან შერეულია სხვა მერქნიან მცენარეებთან. მერქანს იყენებენ საფანერო და საავეჯო წარმოებაში, მანქანათმშენებლობაში ზოგიერთი დეტალისათვის. არყის წვენი შეიცავს შაქარს და იყენებენ ბურახისა და სიროფის დასამზადებლად. კვირტები და ფოთლები იხმარება მედიცინაში.
* [http://flora.iatp.org.ge/Georgian/1.htm იმერეთის საკურნალო ფლორა(ქართ.)]
* [http://herbstopic.com/?p=236&lang=en-us არყი]
 
== ლიტერატურა ==
* ''მათიკაშვილი ვ.,'' ქსე, ტ. 1, გვ. 612, თბ., 1975