ტყე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 14:
[[საქართველო]] მთაგორიანი ქვეყანაა, ამიტომ აქ ტყეები თითქმის მთლიანად (97,7%) მთის ფერდობებზეა. დასავლეთ საქართველოში ტყეები იწყება [[ზღვის დონე|ზღვის დონიდანვე]] და ფარავს დაბლობებსა და მთისწინა კალთებს ზღვის დონიდან 500 მ სიმაღლემდე. დაბლობ ჭაობიან ადგილებში გვხვდება [[მურყნარი]], სადაც შერეულია [[ხვალო]], [[ოფი]], [[ტირიფი|ტირიფები]], [[ლაფანი]], ზოგან [[იმერული მუხა]] და [[რცხილა]]. შემაღლებული ადგილები და მთისწინები დაფარულია კოლხური ტიპის ტყეებით. მათ ძირითადად ქმნის რცხილა, [[ჰარტვისის მუხა|ჰარტვისისა]] და იმერული მუხები, [[იფანი]], [[ძელქვა]], [[წიფელი]]. ქვეტყეში ხარობს [[წყავი]], [[შქერი]], [[თაგვისარა]], [[მოცვი]] და სხვა, უხვადაა ხვიარა მცენარეები: [[ეკალღიჭი]], [[კოლხური სურო]], [[კრიკინა]], [[ვაზი]], [[ღვედკეცი]] და სხვა.
 
აღმოსავლეთ საქართველოში მშრალი რაიონების დაბლობებსა და მთისწინა კალთებზე ([[შირაქი]], [[ელდარი]], [[მცხეთა|მცხეთის]] მიდამოები და სხცა) , ზღვის დონიდან 400-დან 600 [[მ]]-მდე, გავრცელებულია არიდული ანუ ნათელი ტყეები, რომლებშიც ჭარბობს [[კევის ხე]], [[ღვია|ღვიები]], ზოგან [[აკაკი (მცენარე)|აკაკი]], [[ბერყენა]], [[ქართული ნეკერჩხალი]], ბუჩქებიდან — [[თრიმლი]], [[თუთუბო]], [[ბროწეული]], [[ძეძვი]] და სხვა. მთის ქვედა სარტყელში (500-იდან — 900—1000 მ-მდე) წაბლისა და მუხის ტყეებია. წაბლნარი გვხვდება როგორც დასავლეთ საქართველოში, ისე აღმოსავლეთ საქართველოს ტენიან რაიონებში ([[კახეთი]]). დასავლეთ საქართველოს კირიან ნიადაგებზე და აღმოსავლეთ საქართველოს მშრალ რაიონებში ([[ქართლი]], [[გარეკახეთი]]) წაბლნარის ნაცვლად [[მუხნარი]], მუხნარ-რცხილნარი და [[რცხილნარი]]ა გავრცელებული. ქვეტყეში იზრდება [[ზღმარტლი]], [[კუნელი]], [[თხილი]], [[შინდი]], [[თრიმლი]] და სხვა. მთის შუა სარტყელში (900—1000-იდან 1500—1600 მ-მდე) ნაირხნოვანი, მაღალი წარმადობის წიფლნარია, როგორც წმინდა, ისე შერეული რცხილასთან, [[მინდვრის ნეკერჩხალი|მინდვრის ნეკერჩხალთან]], [[ბოყვი (მცენარე)|ბოყვთან]], [[ცაცხვი|ცაცხვთან]], [[ნაძვი|ნაძვთან]] და სხვა. საქართველოში წიფლის ტყის სარტყელი არ არის მხოლოდ მეხეთ-ჯავახეთში. მის ადგილს აქ იკავებს სოჭთან შერეული [[ნაძვნარი]], ნაძვნარ-ფიჭვნარი და წმინდა ფიჭვნარი. მთის ზედა სარტყელი წარმოდგენილია მუქწიწვოვანი ტყეებით. დასავლეთ საქართველოში იგი იწყება 1400 მ-იდან და ხშირად აღწევს ტყის გავრცელების ზედა საზღვარს. აღმოსავლეთ საქართველოში კი 1500-დან 2100 მ-მდე ვრცელდება. ამ ტყეების შემქმნელი მცენარეებია [[აღმოსავლური ნაძვი]] და [[კავკასიური სოჭი]], რომლებიც ნაირხნოვან, მაღალპროდუქტიულ, წმინდა, უფრო ხშირად კი შერეულ კორომებს ქმნიან. მათ ხშირად ერევა წიფელი, [[თელა (გვარი)|თელა]], [[ცაცხვი]] და სხვა. ამ სარტყელში გავრცელებულია აგრეთვე [[ფიჭვი]] (სამხრეთი ექსპოზიციის, დიდი დაქანების ფერდობებზე). ფიჭვნარის დიდი მასივები განლაგებულია მთათუშეთში, აგრეთვე მესხეთში და [[თრიალეთის ქედი|თრიალეთის ქედზე]].იმ რაიონებში, სადაც ნაძვნარ-სოჭნარი არ არის ([[გარეკახეთი|გარე-]] და [[შიგნიკახეთი]]). მის მაგივრად დაბალი წარმადობის წიფლნარია გავრცელებული. მთის ზედა ზოლი ([[ზღვის დონე]] 1900-2100-დან 2400 მ-მდე) უკავია სუბალპურ ტყეებს — სუბალპური ტანბრეციელებსა და სუბალპურ მეჩხერებს. ტანბრეციელები, რომლებიც ყველა რაიონშია გავრცელებული, უმთავრესად წარმოდგენილია [[არყნარი]]თ და წიფლნარით. სუბალპური მეჩხერი უფრო დამახასიათებელია აღმოსავლეთ საქართველოსთვის და შქმნილია მაღალმთის ნეკერჩხლით, მაღალმთის მუხით, [[ჭნავი]]თ. მას პარკულ ტყეებსაც უწოდებენ.
 
საქართველოში ტყით დაფარული ფართობი 2,69 მლნ. ჰა აღწევს, რაც ტერიტორიის 38,5% შეადგენს. მერქნის საერთო მარაგია 397,4 მლნ. მ³. საქართველოს ტყეები 300-ზე მეტი მერქნიანი სახეობისაგან შედგება. სახეობრივი შემადგენლობის მიხედვით საქართველოს ტყეები შემდეგნაირად ნაწილდება: წიწვოვან ტყეებს უკავია 0,41 მლნ. ჰა (202%), მათ შორის სოჭნარს — 190,7 ათ. ჰა, ნაძვნარს — 128,6 ათ-ჰა, ფიჭვნარს — 91,6 ათ. ჰა. ფოთლოვან ტყეებს უკავია 1,57 მლნ. ჰა (79,8%). მათ შორის მაგარმერქნიანებიდან წიფლნარს — 1,03 მლნ. ჰა, მუხნარს — 214,7 ათ. ჰა, რცხილნარს — 149,2 ათ. ჰა. დანარჩენი 155,9 ათ. ჰა ფართობი რბილმერქნიანი ჯიშის ტყეებზე ([[მურყნარი]], არყნარი, [[ვერხვნარი]] და სხვა) მოდის.
 
== ჭალის ტყეები ==
ჭალის ტყეები გავრცელებულია მრავალი მდინარის ჭალაში. ყოველი ბიო-გეოგრაფიული ოლქის ფარგლებში ჭალის ტყეების სტრუქტურა და წარმადობა იცვლება გრუნტის წყლის დგომის სიღრმის, დატბორვის ხანგრძლივობის, ალუვიური ნაფენების მექანიკური და ქიმიური შედგენილობის მიხედვით. ჭალის ტყეები ინტრაზონალური ხასიათისაა. ჩრდილოეთში წარმოდგენილია ვერხვნარით და ტირიფნარით; ზომიერ სარტყელში — ვერხვნარ-თელნარითა და ვერხვნარ-მუხნარით; მშრალი ოლქის ჭალებისათვის დამახასიათებელია ტუგაის ტიპის ტყეები, რომლებშიც გვხვდება [[ქაცვი]], [[ტურანგი]], [[ფშატი]], [[ვერხვი]], [[ტირიფი]], [[იალღუნი]]. საქართველოში ჭალის ტყეები გავრცელებულია აღმოსავლეთ საქართველოს მდინარეების ([[მტკვარი]], [[ალაზანი]], [[იორი]], [[ხრამი]] და სხვა) ქვემო დინების გასწვრივ. მათში ჭარბობს ტირიფი, ვერხვი, ჭალის მუხა, ზოგან თუთა, თელა და სხვა. ალაზნის ჭალის ტყეებისთვის დამახასიათებელია აგრეთვე ლაფანი, მდიდარია ხვიარა მცენარეებით, რომლებიც ხშირად გაუვალ რყებს ქმნიან.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ტყე“-დან