ოტო ნოირათი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 17:
 
== ეკონომიკა ფულის გარეშე ==
რადგანაც [[პირველი მსოფლიო ომი |მსოფლიო ომის]] წინ ნოირატი დაკავებული იყო უფულო „ნატურალური ეკონომიკის“ კონცეპციის (ანუ [[ბარტერი|ბარტერული]] სისტემის) დამუშავებით, ავსტრიის მთავრობამ ომის დროს იგი დანიშნა დაგეგმვის სამინისტროს თანამშრომლად. ომის შემდეგ [[ბავარია|ბავარიისა]] და [[საქსონია|საქსონიის]] მარქსისტულმა მთავრობებმა ის დაიქირავეს თავიანთი ეკონომიკური სისტემების სოციალიზაციისათვის ხელშეწყობის მიზნით. ამ პროექტებმა ნოირატის დიდი ენთუზიაზმი გამოიწვიეს.
 
== გრაფიკული დიზაინი და ვიზუალური განათლება ==
1920-იან წლებში ნოირატი ქმნის „სოციალურ-ეკონომიკურ მუზეუმს“ რომლის მიზანია გააცნოს ვენის მწირი განათლების მქონე საზოგადოებრიობას რთული სოციალურ-ეკონომიკური ფაქტები. ამ ამოცანამ იგი მიიყვანა გრაფიკული დიზაინისა და ვიზუალური განათლების საკითხების დამუშავებამდე. ილუსტრატორ [[გერდ არნტცთი|გერდ არნტცთან]] და მარი რაიდემაისტერთან ერთად ნოირატი ქმნის [[Isotype]] - რაოდენობრივი ინფორმაციის სიმბოლური წარმოდგენის ხერხს ადვილად ინტერპრეტირებად გამოსახულებებათა საშუალებით. ნოირატმა და მისმა კოლეგებმა სხვადასხვა ქვეყნების დემოგრაფიული და სოციალური სტატისტიკის და ამ სტატისტიკურ მონაცემებში XIX საუკუნისა და XX საუკუნის დასაწყისის ცვლილებათა ილუსტრირების წარმოსადგენად შეიმუშავეს პროპორციული სიმბოლოები, რათა დახმარებოდნენ უწიგნურებს ან არასპეციალისტებს სოციალური ცვლილებების გაგებასა და უთანასწორობის დანახვაში.შესრულებულმა სამუშაომ დიდი გავლენა მოახდინა კარტოგრაფიასა და გრაფიკულ დიზაინზე. ნოირატის ინოვაციურმა შრომამ მუზეუმებში და მისმა ცნებამ „ტრანსფორმატორი“, რომელიც მონაცემებს ვიზუალური ფორმით წარმოადგენდა - მარი რაიდემაისტერის წვლილი - გავლენა მოახდინეს სამუზეუმო გამოფენების პრაქტიკაზე. Isotype იყო აგრეთვე რაოდენობრივი მახასიათებლების ასახვის ვიზუალური სისტემა, რომელიც მიეკუთვნებოდა მოგვიანებით [[ედვარდ ტაფტი|ედვარდ ტაფტის]] მიერ დადგენილ სახეობას. მსგავსი იდეები შეიძლება ვნახოთ [[რიჩარდ ბ. ფულერი|რიჩარდ ბ. ფულერისა]] და ჰოვარდ თ. ოდუმის შრომებში.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ოტო_ნოირათი“-დან