ბაქარი და ბაკური: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 48:
;მოქცევაჲ ქართლისაჲ
ქართლის მოქცევის მიხედვით მირიან მეფის შემდეგ გამეფდა რევის ძე სახელად '''ბაკური'''.
{{ციტატა|და დაჯდა მეფედ ბაკურ, ძჱრევისი. და მოკუდა იოვანე ებისკოპოსი და დაჯდა იაკობ, მღდელი იგი მუნით-ვემოსრული, მთავარეპისკოპოსად. და ოცდამესამესაწელსა აღმართებითგან პატიოსნისაჯუარისა შეუქმნა კუბაჲ რევ და შეიქმნა საფლავი ქუემოსა ეკლესიასა.
 
და მოკუდ[ა] რევ დადაემარხა ცოლითურთ. და შემდგომად მისა, მეათესა წელსა, ამან ბაკურ დაიწყო წილკნისაეკლესიასა და განეშორა ოცდამეათხუთმეტესა წელსა. და მოკუდა და დაეფლა ქუემოსაეკლესიასა. და დაჯდა მეფედ ძმაჲ მისი თრდატ. და მთავარებისკოპოსი იყო ნერსესომეხთა კათალიკოზისა დიაკონი იობ. და მეფემან რუჲსთვისა რუჲ გამოიღო და ეკლესიისასაფუძველი დადვა. და მის ზე-ვე ნეკრესს კახეთისასა ეკლესიაჲ აღიშენა განსრულებით.}}
 
მეფე [[მირიან III|მირიანის]] ძის [[რევი|რევის]] შვილი. მეფობდა მირიანის გარდაცვალების შემდეგ, IV საუკუნის II ნახევარში. „[[ქართლის ცხოვრება]]ში“ ბაკურ II იხსენიება არაბიზებული ფორმით — ბაქარ, წარმოდგენილის ქართლის 25-ე მეფედ და მეფე მირიანის ძედ. „[[ქართლის ცხოვრება|ქართლის ცხოვრების]]“ მიხედვით, უფლისწულობაში ბაკურ II იმპერატორ კონსტანტინეს წაუყვანია მძევლად [[ბიზანტია|ბიზანტიაში]], ქართლის გაქრისტიანების შემდეგ კი სამშობლოში დაუბრუნებია ქართლში გამეფების შემდეგ ბაკურ II-მ ქრისტიანად მოაქცია [[კავკასია|კავკასიელთა]] უმრავლესობა, მამამისს გაუქრისტიანებელი რომ დარჩა. ბაკურ II-ს მტრობა ჰქონდა [[სომხები|სომხებთან]], რომლებიც ცდილობდნენ ქართლის სამეფო ტახტზე ბაკურის ძმის რევისა და [[თრდატ]] სომეხთა მეფის ასულის სალომეს შვილის გამეფებას. მაგრამ ბაკურ II-მ შეძლო სომხების დამარცხება [[ჯავახეთი|ჯავახეთში]] და მათი განდევნა. ამის შემდეგ ბაკურ II-მ [[სპარსეთი|სპარსეთისა]] და [[ბიზანტია|ბიზანტიის]] მეფეების შუამდგომლობით თავის ძმისწულებსა და რძალს სალომეს შემდეგი შინაარსის ხელწერილი („ხელით-წერილი“) დაადებინა: ვიდრე იქნებიან ბაქარის შთამომავლები, რომლებსაც შეეძლებათ მეფობა, რევის შთამომავლები მათ მეფობაში არ უნდა შეეცილონ. ბაკურ II-მ მთელი თავისი ცხოვრება „დიდსა სარწმუნოებასა შინა აღასრულნა, და განამრავლნა მღვდელნი და დიაკონნი ყოველსა ქართლსა და რანსა ეკლესიათა მსახურებად“. როგორც „მოქცევაჲ ქართლისაჲ“, ისე „ქართლის ცხოვრება“ ბაკურ II-ს მიაწერს წილკნის ეკლესიის შენებას.