ბაქარი და ბაკური: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 33:
;ცხოვრება ქართუელთა მეფეთა
ქართლის ცხოვრების მიხედვით მირიან მეფის შემდეგ გამეფდა მისი ძე სახელად '''ბაქარი'''.
{{ციტატა|მაშინ კეისარსა კოსტანტინეს რომელ ჰყვა მძევალი, ძე მირიანისი, რომელსა ერქუა '''ბაქარ''', გამოგზავნა იგი მეფემან კოსტანტინე ნიჭითა დიდითა, და მოუწერა ესრეთ: „მე, კოსტანტინე მეფე, თჳთ-მპყრობელი, ახალი მონა ცათა მეუფისა, პირველ ეშმაკისაგან წარტყუენული და მერმე გამოჴსნილი დამბადებელისა მიერ, მოვსწერე შენდა ღმრთივ-განბრძნობილისა და ჩემთანა-ვე ახალ-ნერგისა, მორწმუნისა მეფისა მირიანისსა. იყავნ შენ თანა მშჳდობა და სიხარული! ვინათგან იცან შენ სამება ერთარსება, ღმერთი დაუსაბამო, დამბადებელი ყოვლისა, არღარა მიჴმს მე შენგან მძევალი, არამედ კმა არს ჩუენ შორის შუა-მდგომელად ქრისტე, ძე ღმრთისა, პირველ ჟამთა შობილი, რომელი განკაცნა ჴსნისათჳს ჩუენისა, და ჯუარი მისი პატიოსანი, რომელი მოცემულ არს ჩუენდა წინა-მძღურად, გულითა მოსავთა მისთა, და შუა-მდგომელობითა ღმრთისა დამბადებელისათა ვიყვნეთ ჩუენ სიყუარულსა ზედა ძმებრივ. და შვილი შენი შენდა-ვე მიმინიჭებიეს, იხილე და განიხარე; და ღმრთისაგან მოვლინებული ანგელოზი მშჳდობისა იყავნ შენ თანა მარადის; განდევნენ ღმერთმან დამბადებელმან ეშმაკი მაცთური საზღვართაგან შენთა“.
 
მოვიდა '''ბაქარ, ძე მეფისა მირიანისი''', და მოციქული კოსტანტინე მეფისა მცხეთას. აღივსნეს სიხარულითა მირიან მეფე და ნანა დედოფალი, და მადლობდეს ღმერთსა, ნიჭთა სრულთა მომცემელსა.
 
მაშინ მირიან მეფემან განასრულა ეკლესია საეპისკოპოსო და აღასრულა სატფურება მისი მრავლითა დიდებითა. და მოქცევითგან მირიან მეფისათ '''მეოცდახუთესა წელსა მოკუდა ძე მისი რევ''', სიძე თრდატ სომეხთა მეფისა, რომლისადა-ვე მიეცა მეფობა სიცოცხლესა-ვე მისსა. და დაფლეს აკლდამასა-ვე, რომელი თჳთ მას-ვე რევს აღეშენა. და მას-ვე წელიწადსა დასნეულდა '''მირიან მეფე, რომელი-ცა აღესრულა'''...
 
ხოლო ძესა თჳსსა რქუა: „შვილო ჩემო, შეიცვალა ბნელი ჩემი ნათლად და სიკუდილი ცხოვრებად. შენდა '''მომიცემია გჳრგჳნი მეფობისა ჩემისა'''. ღმერთმან დამბადებელმან ცისა და ქუეყანისამან დაგამტკიცენ შენ სრულსა სარწმუნოებასა ზედა“.}}
 
;მოქცევაჲ ქართლისაჲ