ბაქარი და ბაკური: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 39:
===ბაქარი და ბაკური მეფეები===
{{მთავარი|იბერიის სამეფო მირიანიდან ვახტანგამდე}}
აღნიშნული ორი წყარო ერთის შეხედვით ერთი და იგივე პიროვნებაზე საუბრობს ოღონდ სახელის ოდნავი დამახინჯებით. სინამდვილეში ეს ორი პიროვნება პარალელურად მეფობდა ერთსა და იმავე დროს. ოღონდ ბაქარი იჯდა მცხეთის ტახტზე, ხოლო ბაკური კი იჯდა მამამისის რევის ტახტზე უჯარმაში. ორ მატიანეთა მიერ მოთხრობილ სამეფო ისტორიის აღნიშნულ პერიოდში წარმოშობილი ორი დამოუკიდებელი ისტორია განპირობებული იყო მცხეთის ტახტის გამო წარმოშობილმაწარმოშობილი ქიშპობამქიშპობით. ერთის მხრივ მასზე პრეტენზიას აცხადებდა რევის შთამომავლობა ბაკურის სახით, მხარდაჭერილი სომხეთის სამეფოს მიერ და მეორეს მხრივ მისი რეალური პრედენდენტი იყო მირიანის ძე ბაქარი, რომელიც კონსტანტინოპოლის მძევლობიდან პატივით დაბრუნებულს მირიან მეფე თავად ადგამს თავზე სამეფო გვირგვინს.
 
ისევე როგორც ქართლის ცხოვრება ერიდება სახელი ბაკურის„ბაკურის“ ხსენებას, ასევე მოქცევაი ქართლისაიში არაა ნახსენები სახელი ბაქარი„ბაქარი“ და ისინი წარმოითქმის მხოლოდ ეპითეტებით. აღნიშნული განხეთქილება რომ რეალური მოვლენა იყო ამას ადასტურებს ორივე მატიანის გაერთიანებული ისტორიის სურათი.
 
მეფე [[მირიან III|მირიანის]] ძის [[რევი|რევის]] შვილი. მეფობდა მირიანის გარდაცვალების შემდეგ, IV საუკუნის II ნახევარში. „[[ქართლის ცხოვრება]]ში“ ბაკურ II იხსენიება არაბიზებული ფორმით — ბაქარ, წარმოდგენილის ქართლის 25-ე მეფედ და მეფე მირიანის ძედ. „[[ქართლის ცხოვრება|ქართლის ცხოვრების]]“ მიხედვით, უფლისწულობაში ბაკურ II იმპერატორ კონსტანტინეს წაუყვანია მძევლად [[ბიზანტია|ბიზანტიაში]], ქართლის გაქრისტიანების შემდეგ კი სამშობლოში დაუბრუნებია ქართლში გამეფების შემდეგ ბაკურ II-მ ქრისტიანად მოაქცია [[კავკასია|კავკასიელთა]] უმრავლესობა, მამამისს გაუქრისტიანებელი რომ დარჩა. ბაკურ II-ს მტრობა ჰქონდა [[სომხები|სომხებთან]], რომლებიც ცდილობდნენ ქართლის სამეფო ტახტზე ბაკურის ძმის რევისა და [[თრდატ]] სომეხთა მეფის ასულის სალომეს შვილის გამეფებას. მაგრამ ბაკურ II-მ შეძლო სომხების დამარცხება [[ჯავახეთი|ჯავახეთში]] და მათი განდევნა. ამის შემდეგ ბაკურ II-მ [[სპარსეთი|სპარსეთისა]] და [[ბიზანტია|ბიზანტიის]] მეფეების შუამდგომლობით თავის ძმისწულებსა და რძალს სალომეს შემდეგი შინაარსის ხელწერილი („ხელით-წერილი“) დაადებინა: ვიდრე იქნებიან ბაქარის შთამომავლები, რომლებსაც შეეძლებათ მეფობა, რევის შთამომავლები მათ მეფობაში არ უნდა შეეცილონ. ბაკურ II-მ მთელი თავისი ცხოვრება „დიდსა სარწმუნოებასა შინა აღასრულნა, და განამრავლნა მღვდელნი და დიაკონნი ყოველსა ქართლსა და რანსა ეკლესიათა მსახურებად“. როგორც „მოქცევაჲ ქართლისაჲ“, ისე „ქართლის ცხოვრება“ ბაკურ II-ს მიაწერს წილკნის ეკლესიის შენებას.