ფუტურიზმი: განსხვავება გადახედვებს შორის

149.3.59.115-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა 131.175.12.9-ის მიერ რედაქტირებული ვერსია
(149.3.59.115-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა 131.175.12.9-ის მიერ რედაქტირებული ვერსია)
'''ფუტურიზმი''' — მიმდინარეობა [[ხელოვნება|ხელოვნებასა]] და [[ლიტერატურა|ლიტერატურაში]]. წარმოიშვა [[XX საუკუნე|XX საუკუნის]] დასაწყისში, [[იტალია]]ში.
 
ფუტურიზმი რეალისტური ხელოვნების უარყოფის საფუძველზე შეიქმნა [[1907]]—[[1909]] წლებში [[იტალია|იტალიაში]]. ფუტურისტული ხელოვნების მიზანი არის არა გარემომცველი სინამდვილის ასახვა და შეცნობა, არამედ ახალი რეალობის შექმნა.
მრავალსართულიან შენობებში ახლად გამოგონილი ლიფთი დასრიალებდა,ყოველდღიურ ცხოვრებაში ადგილი მყარად დაიმყარა მატარებელმა,ქალაქების ქუჩებში გამრავლდა ავტომანქანების რაოდენობა.
 
ფუტურიზმი [[ავანგარდიზმი|ავანგარდისტულ]] მიმდინარეობებს შორის ყველაზე რადიკალურია. ფუტურიზმის პირველი (1909 წ.) და მეორე მანიფესტის (1910 წ.) ავტორია [[მარინეტი, ფილიპო ტომაზო|მარინეტი]], იტალიელი პოეტი. მანიფესტში ხაზგასმულია მოძრაობისა და სიჩქარის სილამაზე, საფრთხისა და ამბოხის სიყვარული. ომი მიჩნეულია სამყაროს დასუფთავების საშუალებად. მარინეტი [[პოეზია|პოეზიაში]] მოითხოვდა სიტყვათა თავისუფლებას, განცდისა და გამოხატვის თანადროულობას, პუნქტუაციის რღვევას, სინტაქსის უარყოფას.
 
ფუტურისტები აცხადებენ, რომ თანამედროვე ცხოვრებას მეტყველების მხოლოდ ტელეგრაფიული სტლი უხდება: წყვეტილი სიტყვები, ამოძახილები, ზმნების გამოტოვება, მრავალწერტილი. ყოველივე ეს დაძაბული ნერვული მდგომარეობის და დინამიზმის გამოხატვის საშუალებაა.
 
ფუტურისტები უარყოფდნენ მთელ კლასიკურ მემკვიდრეობას. მათი აზრით ფუტურისტული სურათის ან ნაწარმოების მშვენიერება რომ გაიგო, საჭიროა ადამიანის სული განიწმინდოს, გონება გათავისუფლდეს წარსულის კულტურის გადმონაშთებისგან.
 
[[რუსული ლიტერატურა|რუსულ ლიტერატურაში]] ფუტურიზმი '''კუბოფუტურიზმის''' სახელით შევიდა. მისი წარმომადგენლები არიან [[ვლადიმერ მაიაკოვსკი]], [[კაზიმირ მალევიჩი]] და ა.შ.
 
ფუტურიზმმა გამოძახილი ჰპოვა [[ქართული ლიტერატურა|ქართულ ლიტერატურაშიც]]. [[1924]] წელს საქართველოში დაარსდა პირველი ფუტურისტული ჟურნალი ''H<sub>2</sub>SO<sub>4</sub>''.
 
ფუტურისტი მხატვრები, [[ბალლა, ჯაკომო|ჯაკომო ბალლა]], [[ბოჩონი, უმბერტო|უმბერტო ბოჩონი]], [[კარა, კარლო|კარლო კარა]], [[სევერინი, ჯინო|ჯინო სევერინი]], [[რუსოლო, ლუიჯი|ლუიჯი რუსოლო]] იყენებენ დივიზიონისტურ ტექნიკას და [[კუბიზმი|კუბისტურ]] ელემენტებს, ერთმანეთში ურევენ ფორმებს, რიტმებს, ფერებსა და შუქ-ჩრდილებს რათა დინამიური შეგრძნება, სულიერი მდგომარეობისა და ხილული სამყაროს მრავალგვარი სტრუქტურების თანადროულობა გამოხატონ.
 
== ფუტურისტები ==