ფუტურიზმი: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
ფუტურიზმი [[ავანგარდიზმი|ავანგარდისტულ]] მიმდინარეობებს შორის ყველაზე რადიკალურია. ფუტურიზმის პირველი (1909 წ.) და მეორე მანიფესტის (1910 წ.) ავტორია [[მარინეტი, ფილიპო ტომაზო|მარინეტი]], იტალიელი პოეტი. მანიფესტში ხაზგასმულია მოძრაობისა და სიჩქარის სილამაზე, საფრთხისა და ამბოხის სიყვარული. ომი მიჩნეულია სამყაროს დასუფთავების საშუალებად. მარინეტი [[პოეზია|პოეზიაში]] მოითხოვდა სიტყვათა თავისუფლებას, განცდისა და გამოხატვის თანადროულობას, პუნქტუაციის რღვევას, სინტაქსის უარყოფას.
 
ფუტურისტები აცხადებენ, რომ თანამედროვე ცხოვრებას მეტყველების მხოლოდ ტელეგრაფიულიტელეაფიული სტლი უხდება: წყვეტილი სიტყვები, ამოძახილები, ზმნების გამოტოვება, მრავალწერტილი. ყოველივე ეს დაძაბული ნერვული მდგომარეობის და დინამიზმის გამოხატვის საშუალებაა.
 
ფუტურისტები უარყოფდნენ მთელ კლასიკურ მემკვიდრეობას. მათი აზრით ფუტურისტული სურათის ან ნაწარმოების მშვენიერება რომ გაიგო, საჭიროა ადამიანის სული განიწმინდოს, გონება გათავისუფლდეს წარსულის კულტურის გადმონაშთებისგან.
ანონიმური მომხმარებელი