რიონი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
95.137.205.25-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა David1010-ის მიერ რედაქტირებული ვერსია
ხაზი 13:
}}
 
'''რიონი''' — [[მდინარე]] დასავლეთ საქართველოში. სიგრძე 327 კმ, აუზის ფართობი 13400 კმ². სათავე აქვს [[კავკასიონი]]ს სამხრეთ კალთაზე ფასის მთაზე, [[ზღვის დონე|ზღვის დონიდან]] 2960 მ. ერთვის [[შავი ზღვა|შავ ზღვას]] [[ფოთი|ფოთთან]]. სათავიდან სოფელ [[გლოლა]]მდე მიედინება სამხრეთ-აღმოსავლეთისკენ განიერ, ღრმა ხეობაში, რომელიც მდინარე ზოფხიტურის შეერთებამდე ტროგულია.'''რიონი მდიდარია თევზით''', აქ საქართველოში გავრცელებულ თითქმის ყველა ჯიშის თევზს შეხვდებით: წვერა,ლოქო, კარასი, ქორჭილა,  ქაშაყი, კობრი,  ღორჯო,ფორეჯი... ივითარებს განიერ ჭალას და იტოტება. ადგილ საგლოლოს ქვემოთ მიედინება ჯერ სამხრეთისკენ, შემდეგ — სამხრეთ დასავლეთისკენ ღრმა და ვიწრო ხეობაში, ივითარებს ვიწრო წყვეტილ ჭალას. [[ონი|ონთან]] უხვევს დასავლეთისკენ და მიედინება სოფელ ალპანამდე. ხეობა აქ ღრმა და განიერია, აქვს ფართო ჭალა, რომელიც წყალდიდობის დროს თითქმის მთლიანად იტბორება. მდინარე იტოტება და წარმოშობს კუნძულებს. ჩამოყალიბებულია ტერასები, რომელთა სიმაღლე 2-3-იდან 20-35 მ-მდეა, სიგრძე 2-3 კმ, სიგანე რამდენიმე ასეული მეტრია. [[ტერასები (გეოლოგია)|ტერასებზე]] გაშენებულია სოფლები, ბაღ-ვენახები, ბოსტნები და ნათესები. ხეობა ზოგან შევიწროებულია ქმნის კლდეკარს (ხიდიკრის კლდეკარი). სოფელ ალპანიდან რიონი მკვეთრად უხვევს სამხრეთისკენ და ვიწრო ხეობაში გაედინება, მხოლოდ ალაგ-ალაგ განივრდება და იტოტება. სოფელ ტვიშთან ქმნის ღრმა კლდეკარს. [[ქუთაისი]]ს ქვემოთ, [[კოლხეთის დაბლობი|კოლხეთის დაბლობზე]] გამოდის, ივითარებს განიერ [[ჭალა]]ს, იტოტება და წარმოშობს [[კუნძული|კუნძულებს]].'''რიონი მდიდარია თევზით''', აქ საქართველოში გავრცელებულ თითქმის ყველა ჯიშის თევზს შეხვდებით: წვერა,ლოქო, კარასი, ქორჭილა,  ქაშაყი, კობრი,  ღორჯო,ფორეჯი...
[[ფაილი:Riv._Rioni.jpg|მინი|250პქ|მარცხნივ|<center>მდინარე რიონი [[ქუთაისი]]ს ცენტრში<br /><small>ჯაბა ლაბაძის ფოტო</small></center>]]
რიონი სოფელ [[ვარციხე]]სთან უხვევს დასავლეთისკენ და ამ მიმართულებით მიედინება შესართავამდე. განსაკუთრებით განიერია ჭალა ვარციხიდან სოფელ ბაშამდე. აქ ის დატოტვილია, წარმოშობს მრავალ კულძულს, რომელთა ნაწილი წყალდიდობის დროს იტბორება.
ხაზი 23:
რიონის აუზი [[ლანდშაფტი|ლანდშაფტების]] მრავალფეროვნებით ხასიათდება. ეს არსებით გავლენას ახდენს მის ჰიდროლოგიურ რეჟიმზე. იგი საზრდოობს მყინვარული, თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით.
 
წყალდიდობა გაზაფხულ-ზაფხულზეა, რაც გამოწვეულია სეზონური თოვლისა და მყინვარების დნობით, აგრეთვე წვიმებით. წყალდიდობა ზემო დინებაში იწყება აპრილის დასაწყისში, შუაწელში — [[მარტი]]ს პირველ ნახევარში, ხოლო ქვემოთ — თებერვლის [[რიონის ჰიდროელექტროსადგური|ბოლოს]]. წყალდიდობის მაქსიმუმი ზემო დინებაში შუა ივნისშია, შუაწელში — [[მაისი]]ს ბოლო დეკადაში, ქვემოთ — მაისის დასაწყისში. [[წყალდიდობა]] გრძელდება [[აგვისტო]]ს ბოლომდე. სექტემბრის ბოლოს იწყება თავსხმა წვიმებით გამოწვეული წყალდიდობა, რომელიც მაქსიმუმს ოქტომბერ-ივნისში აღწევს. ყველაზე დაბალი დონეა [[ზამთარი|ზამთარში]] (დეკემბერ-თებერვალში). მაგრამ ქვემოთ დინებაში იგი ირღვევა წვიმებით გამოწვეული წყალმოვარდნებით.
[[ფაილი:Rioni river in Kutaisi.jpg|მინი|მარცხნივ|250პქ|რიონი ქუთაისთან]]
რიონის საშუალო წლიური ხარჯი გლოლასთან 27,3 მ³/წმ, ქუთაისთან 134 მ³/წმ, საქოჩიკიძესთან — 406 მ³/წმ, მაქსიმალური ხარჯი გლოლასთან 345 მ³/წმ, ქუთაისთან — 1440 მ³/წმ, საქოჩაკიძესთან — 3000 მ³/წმ, მინიმალური ხარჯი გლოლასთან — 16 მ³/წმ, ქუთაისთან — 22,0 მ ³/წმ, საქოჩაკიძესთან — 34,0 მ³/წმ.
ხაზი 31:
რიონზე იცის [[ყინულნაპირისი]], [[გაძგიფვა|ძგიფი]], [[თოში]], [[ყინულსვლა]]. ზემო და შუა დინებაში, განსაკუთრებით მკაცრ ზამთარში, ზოგან წარმოიქმნდება ყინულსაფარი.
 
რიონის წყალი ხასიათდება საშუალო მარილიანობით (150-300 მგ/ლ) და იონური შემადგენლობის მიხედვით ჰიდროკარბონატულ კლასს მიეკუთვნება. მდინარეზე აგებულია ჰიდროელსადგურები: [[რიონჰესი]], [[გუმათჰესი I]], [[გუმათჰესი II]], [[ვარციხეჰესი]]. ჰესები აგებულია შენაკადებზეც: [[ლაჯანურჰესი]], შაორჰესი, ტყიბულჰესი. რიონი და მისი შენაკადები გამოყენებულია სარწყავად (მაშველისა და აჯამეთის არხები), აგრეთვე ყოფილი ფაბრიკებისა და ქარხნების წყალმომარაგებისათვის. რიონის ნაპირას გაშენებულია ქალაქები: [[ონი]], [[ამბროლაური]], [[ქუთაისი]], [[სამტრედია]], [[ფოთი]].ლამაზია
 
==მდინარის ძველი სახელწოდება==
 
'''[[რიონი|ფასისი]]''' მდინარე რიონის ძველი ბერძნული სახელწოდებაა. ფასისად მოიხსენიება მდინარე რიონის ნაწილი [[ყვირილა]]ს შესართავამდე, ასევე მდინარეების: [[ყვირილა]]სა და [[ძირულა (მდინარე)|ძირულა]]ს მონაკვეთები. ფასისზე გადიოდა სავაჭრო მაგისტრალის მონაკვეთი შავსა და კასპიის ზღვებს შორის. ძველი ბერძნები ფასისს ევროპისა და აზიის საზღვრად მიიჩნევდნენ. ძველ მსოფლიოში [[ფასისი (ქალაქი)|ფასისი]] და [[კოლხიდა]] (კოლხეთი) ხშირად ერთ ცნებად აღიქმებოდა. რომაელთა ძლიერების ხანაში ფასისი მათი სამფლობელოების ჩრდილოეთი ზღვარი იყო. ძველი ბერძნულ მითოლოგიაში ფასისი და კოლხეთი [[იასონი]]სა და [[არგონავტები|არგონავტთა]] მოქმედების არეალია.
 
==ლიტერატურა==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/რიონი“-დან