რიონი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
176.74.124.131-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა David1010-ის მიერ რედაქტირებული ვერსია
ხაზი 25:
წყალდიდობა გაზაფხულ-ზაფხულზეა, რაც გამოწვეულია სეზონური თოვლისა და მყინვარების დნობით, აგრეთვე წვიმებით. წყალდიდობა ზემო დინებაში იწყება აპრილის დასაწყისში, შუაწელში — [[მარტი]]ს პირველ ნახევარში, ხოლო ქვემოთ — თებერვლის ბოლოს. წყალდიდობის მაქსიმუმი ზემო დინებაში შუა ივნისშია, შუაწელში — [[მაისი]]ს ბოლო დეკადაში, ქვემოთ — მაისის დასაწყისში. [[წყალდიდობა]] გრძელდება [[აგვისტო]]ს ბოლომდე. სექტემბრის ბოლოს იწყება თავსხმა წვიმებით გამოწვეული წყალდიდობა, რომელიც მაქსიმუმს ოქტომბერ-ივნისში აღწევს. ყველაზე დაბალი დონეა [[ზამთარი|ზამთარში]] (დეკემბერ-თებერვალში). მაგრამ ქვემოთ დინებაში იგი ირღვევა წვიმებით გამოწვეული წყალმოვარდნებით.
[[ფაილი:Rioni river in Kutaisi.jpg|მინი|მარცხნივ|250პქ|რიონი ქუთაისთან]]
რიონის საშუალო წლიური ხარჯი გლოლასთან 27,3 მ³/წმ, ქუთაისთან 134 მ³/წმ, საქოჩიკიძესთან — 406 მ³/წმ, მაქსიმალური ხარჯი გლოლასთან 345 მ³/წმ, ქუთაისთან — 1440 მ³/წმ, საქოჩაკიძესთან — 3000 მ³/წმ, მინიმალური ხარჯი გლოლასთან — 16 მ³/წმ, ქუთაისთან — 22,0 მ ³/წმ, საქოჩაკიძესთან — 34,0 მ³/წმ.
 
რიონის ჩამონადენი წყლის სეზონების მიხედვით: გაზაფხულზე წლის ჩამონადენის 38,8%, ზაფხულში - 28,5%, [[შემოდგომა]]ზე — 18,4%, ზამთარში — 14,3%. ჩამონადენის განაწილება საზრდოობის კომპონენტების მიხედვით ასეთია: [[მიწისქვეშა წყალი|მიწისქვეშა წყლებისა]] — 34,7%, [[წვიმა|წვიმისა]] — 32,5%, [[თოვლი]]სა — 28,2%, [[მყინვარი|მყინვარული წყლებისა]] — 4,6%. რიონს [[შავი ზღვა|შავ ზღვაში]] წლიურად 12,9 კმ³ წყალი და დიდი რაოდენობით მყარი ჩამონადენი შეაქვს. მყარი ჩამონადენის საშუალო წლიური ოდენობა იზრდება სათავიდან შესართავისაკენ: სოფელ ღებთან იგი შეადგენს 96 ათ. ტ, ხიდიკართან — 2,2 მლნ. ტ, სოფელ ნამოხვანთან — 4,9 მლნ. ტ, საქოჩაკიძესთან — 6,9 მლნ. ტ.
ხაზი 35:
==მდინარის ძველი სახელწოდება==
 
'''[[რიონი|ფასისი]]''' მდინარე რიონის ძველი ბერძნული სახელწოდებაა. ფასისად მოიხსენიება მდინარე რიონის ნაწილი [[ყვირილა]]ს შესართავამდე, ასევე მდინარეების: [[ყვირილა]]სა და [[ძირულა (მდინარე)|ძირულა]]ს მონაკვეთები. ფასისზე გადიოდა სავაჭრო მაგისტრალის მონაკვეთი შავსა და კასპიის ზღვებს შორის. ძველი ბერძნები ფასისს ევროპისა და აზიის საზღვრად მიიჩნევდნენ. ძველ მსოფლიოში [[ფასისი (ქალაქი)|ფასისი]] და [[კოლხიდა]] (კოლხეთი) ხშირად ერთ ცნებად აღიქმებოდა. რომაელთა ძლიერების ხანაში ფასისი მათი სამფლობელოების ჩრდილოეთი ზღვარი იყო. ძველი ბერძნულ მითოლოგიაში ფასისი და კოლხეთი [[იასონი]]სა და [[არგონავტები|არგონავტთა]] მოქმედების არეალია.
 
==ლიტერატურა==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/რიონი“-დან