ბაქარი და ბაკური: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
+ ბაკურდუხტია
No edit summary
ხაზი 28:
}}
 
'''ბაკურ II''' („[[ქართლის ცხოვრება|ქართლის ცხოვრების]]“ მიხედვით — '''ბაქარი''') — მატიანეს „[[მოქცევაჲ ქართლისაჲ]]“ ცნობით, ქართლის 28-ე [[მეფე]], მეფე [[მირიან III|მირიანის]] ძის [[რევი|რევის]] შვილი. მეფობდა მირიანის გარდაცვალების შემდეგ, IV საუკუნის II ნახევარში. „[[ქართლის ცხოვრება]]ში“ ბაკურ II იხსენიება არაბიზებული ფორმით — ბაქარ, წარმოდგენილის ქართლის 25-ე მეფედ და მეფე მირიანის ძედ. „[[ქართლის ცხოვრება|ქართლის ცხოვრების]]“ მიხედვით, უფლისწულობაში ბაკურ II იმპერატორ კონსტანტინეს წაუყვანია მძევლად [[ბიზანტია|ბიზანტიაში]], ქართლის გაქრისტიანების შემდეგ კი სამშობლოში დაუბრუნებია ქართლში გამეფების შემდეგ ბაკურ II-მ ქრისტიანად მოაქცია [[კავკასია|კავკასიელთა]] უმრავლესობა, მამამისს გაუქრისტიანებელი რომ დარჩა. ბაკურ II-ს მტრობა ჰქონდა [[სომხები|სომხებთან]], რომლებიც ცდილობდნენ ქართლის სამეფო ტახტზე ბაკურის ძმის რევისა და [[თრდატ]] სომეხთა მეფის ასულის სალომეს შვილის გამეფებას. მაგრამ ბაკურ II-მ შეძლო სომხების დამარცხება [[ჯავახეთი|ჯავახეთში]] და მათი განდევნა. ამის შემდეგ ბაკურ II-მ [[სპარსეთი|სპარსეთისა]] და [[ბიზანტია|ბიზანტიის]] მეფეების შუამდგომლობით თავის ძმისწულებსა და რძალს სალომეს შემდეგი შინაარსის ხელწერილი („ხელით-წერილი“) დაადებინა: ვიდრე იქნებიან ბაქარის შთამომავლები, რომლებსაც შეეძლებათ მეფობა, რევის შთამომავლები მათ მეფობაში არ უნდა შეეცილონ. ბაკურ II-მ მთელი თავისი ცხოვრება „დიდსა სარწმუნოებასა შინა აღასრულნა, და განამრავლნა მღვდელნი და დიაკონნი ყოველსა ქართლსა და რანსა ეკლესიათა მსახურებად“. როგორც „მოქცევაჲ ქართლისაჲ“, ისე „ქართლის ცხოვრება“ ბაკურ II-ს მიაწერს წილკნის ეკლესიის შენებას.
 
==ლიტერატურა==