რევი (მირიან III-ის ძე): განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 26:
====მოქცევაჲ ქართლისაჲ====
მეორედ, "[[მოქცევაჲ ქართლისაჲ]]"-შივე რევის შესახებ საუბარია [[წმინდა ნინო]]ს გარდაცვალებასთან დაკავშირებით, საიდანაც ვიგებთ, რომ [[ბოდი |ბოდში]] სასიკვდილე სარეცელზე მყოფ [[წმინდა ნინო]]ზე რევი, მისი ცოლი, [[სალომე უჯარმელი]] და ასული ზრუნავდნენ: "და დასნეულდა და წარმოემართა მცხეთად. და ვითარცა მოიწია კხოეთას, დაბასა, რომელსა ჰრქჳან ბოდინი, ვერღარა ეძლო სლვად. და მო-ხოლო-ვიდეს უჟარმით ქალაქით რევ, ძჱ მეფისაჲ, და სალომე, ცოლი მისი, და ასული მისი და ზედა-ადგეს მოურნედ".<ref>მოქცევაჲ ქართლისაჲ, შატბერდის კრებული X საუკუნისა, ბ. გიგინეიშვილისა და ელ. გიუნაშვილის გამოც., თბ., 1979, გვ. 324</ref>
====;ცხოვრება ქართუელთა მეფეთა====
ქართლის ცხოვრებაშიც ასევე საუბარია წმინდა ნინოს გარდაცვალებაზე და მასზე რევისა და სალომეს მიერ ზრუნვაზე.
{{ციტატა|ხოლო წმიდა ნინო წარემართა წარსლვად რანს, მოქცევად ფეროზისა. და ვითარცა მიეახლა კუხეთს, დაბასა ბოდისასა, დაყვნა მუნ დღენი რა-ოდენნი-მე. და მოვიდოდეს მისსა კახეთით, ჰკითხვიდეს და აღიარებდეს სწავლასა მისსა სიმრავლე ერისა. მაშინ დასნეულდა მუნ; და ვითარცა ცნა რევ, ძემან მეფისამან, და სალომე, ცოლმან მისმან, რომელნი ცხორებდეს უჯარმას, მოვიდეს ნინოსა და აცნობეს მეფესა და დედოფალსა. ხოლო მათ მიავლინეს ეპისკოპოსი იოვანე წარმოყვანებად წმიდისა ნინოსსა, ხოლო წმიდა ნინო არა ერჩდა. მაშინ წარვიდა თჳთ მეფე და სიმრავლე ერისა. და შეკრბა მის ზედა სიმრავლე ერთა ძლიერთა. რამეთუ ხედვიდა ყოველი იგი ერი პირსა ნინოსსა, ვითარცა პირსა ზეცისა ანგელოზისასა, და მოსწყუედდიან ფესუსა სამოსლისა მისისასა, მიიღებდეს და ემთხუეოდეს სარწმუნოებით, და იძულებით ევედრებოდეს ყოველნი დედოფალნი, გარემოს მსხდომნი, რომელთა გარდამოსდიოდე ცრემლნი თუალთაგან მათთა განშორებისათჳს მოძღურისა მათისა და მოღუაწისა, და სნეულთა მკურნალისა ჴელოვანისა.}}
 
===მცხეთის ჯვრის დღესასწაულის დაწესება===