პაპირუსი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
იარლიყები: რედაქტირება მობილურით საიტის რედაქტირება მობილურით
მე შევცვალე შეცდომა
იარლიყები: ვიზუალური რედაქტირება რედაქტირება მობილურით საიტის რედაქტირება მობილურით
ხაზი 2:
 
== ისტორია ==
ჭილი საწერსაწერი მასალადმასალისთვის პირველად ეგვიპტელებმა გამოიყენეს. ისინი მას შემდეგნაირად ამზადებდნენ: ჭილის ანუ პაპირუსის ღეროს წყალში ალბობდნენ, შემდეგ შუაგულს ჩამოთლიდნენ სიგრძეზე თხელ ზოლებად და მჭიდროდ აწყობდნენ სველ ფიცარზე ერთმანეთის გვერდით. პირველ ფენას ზევიდან ადებდნენ მეორეს საწინააღმდეგო მიმართულებით. ნედლ მასალას ტკეპნიდნენ ხის ჩაქუჩით და ზედაპირს ფარავდნენ წებოს თხელი ფენით. შემდეგ ისევ ტკეპნიდნენ, აშროდნენ მზეზე და ასწორებდნენ სპილოს ძვლით ან ნიჟარით. ჭილზე ტექსტს წერდნენ შავი და წითელი მელნით, რისთვისაც იყენებდნენ მცენარის ღეროსგან დამზადებულ კალამს.
 
ჭილზე დაწერილი ძეგლები გვხვდება როგორც ეგვიპტურ, ისე ბერძნულ, არამეულ, კოპტურ, ებრაულ, სირიულ, ქართულ და სხვა ენებზე. ჭილი ამ დანიშნულებით იხმარებოდა ძვ. წ მე-3 ათასწლეულიდან ახ. წ. მე-9 საუკუნემდე ( ევროპაში მე-11-შიც). მასობრივად იყენებდნენ თუ არა საქართველოში ჭილს საწერ მასალად, ჯერჯერობით დაუდგენელია, ჩვენამდე მხოლოდ ორმა ხელნაწერმა მოაღწია, ისიც ორივე პალესტინურია. (ინახებოდა სინის მთაზე, წმინდა ეკატერინეს მონასტერში): ჭილ-ეტრატის იადგარი, რომელიც დათარიღებულია მე-9-10 საუკუნეებით, ამჟამად დაცულია კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ინსტიტუტში.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/პაპირუსი“-დან