ანანური (დუშეთის მუნიციპალიტეტი): განსხვავება გადახედვებს შორის

სავაჭრო გზების გასაყარზე მდებარეობამ განაპირობა ანანურში ვაჭრობის განვითარება. აქ სამეფო საბაჟოც ყოფილა. განვითარებული იყო მეჭურჭლეობა, მაუდის წარმოება. XVIII საუკუნის მეორე ნახევარში აქ იყო სამეფო სამღებრო. [[1802]] წლის 6 აპრილს მიტროპოლიტი იოანე ანანურში შეეგება [[წმინდა ნინოს ჯვარი|წმ. ნინოს ჯვარს]], რომელიც [[ვახტანგ VI]]-ს ჰქონდა წაღებული რუსეთში და მეფე [[ალექსანდრე I (რუსეთი)|ალექსანდრე I]]-მა დაუბრუნა [[საქართველო]]ს.
 
[[1803]]-[[1821]] წლებში ანანური [[ანანურის მაზრა|სამაზრო]] ცენტრი იყო. [[ცარიზმი]]ს კოლონიური პოლიტიკის მთელი სიმძიმე საქართველოს სამხედრო გზის პირას მცხოვრებ მოსახლეობას დააწვა. [[ერევანი|ერევანზე]] სალაშქროდ წამოსულმა გენერალმა [[პავლე ციციანოვი|ციციანოვმა]] [[1804]] წელს ჯარი ჩაუყენა მოსახლეობას და [[სტეფანწმინდა]]-ანანურის გზის მონაკვეთი იძულებით გაასუფთავებინა. შრომის მძიმე პირობების გამო 23 კაცი დაიღუპა, რასაც მოჰყვა მაზრის აჯანყება. [[1812]] წელს კახეთის გლეხთა აჯანყებას ანანურის გლეხობაც შეუერთდა, რის გამოც რუსმა კოლონიზატორებმა ანაურიანანური გადაწვეს.
 
[[1811]] წლიდან ანანური შტატგარეშე ქალაქს წარმოადგენდა<ref>[http://dlib.rsl.ru/viewer/01003825055#?page=48&view=list Кавказский календарь на 1845 годъ]</ref>.
 
==ლიტერატურა==