დელამანიდი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 31:
* სისხლში [[კალიუმი]]ს დონის დაქვეითება;
* [[პარესთეზიები|პარესთეზიები]] (დაბუჟების ან ჩხვლეტის შეგრძნებები), [[შფოთვა]] და [[ტრემორი]].
* ყველაზე სერიოზული გვერდითი ეფექტი არის [[QT ინტერვალი]]ს გახანგრძლივება (გულის ელექტრული აქტივობის ცვლილება, რამაც შესაძლოა გულის რითმის ისეთი დარღვევები გამოიწვიოს, როგორიცაა პარკუჭოვანი ტაქიკარდია. ამის მიუხედავად, დღეს არსებული მონაცემებით, დელტიბას მიღების გამო QT ინტერვალის გახანგრძლივებით გამოწვეული არცერთი კლინიკური გამოვლინება არ დაფიქსირებულა. QT ინტერვალის გახანგრძლივება ასევე შესაძლოა გამოწვეული იყოს მულტირეზისტენტული ტუბერკულოზის სამკურნალო სხვა პრეპარატებით: [[ბედაქილინი]]თ, [[კლოფაზიმინი]]თ და [[მოქსიფლოქსაცინი]]თ. თუმცა მიღებულია, რომ თუ რეგულარულად ხდება გულის მუშაობის მონიტორინგი, პრეპარატების კომბინაციით (განსაკუთრებით ბედაქილინისა და დელტიბას) პოტენციური სარგებელი გადაწონის რისკებს. <ref name="Deltyba" />
 
დელამანიდის უარყოფითი მოქმედება მოზარდებში არაა გამოკვლეული, ამიტომ დელტიბა, როგორც წესი მხოლოდ მოზრდილებს ენიშნებათ. თუმცა აქაც მოქმედებს რისკისა და პოტენციური სარგებლის ფაქტორი: დელამანიდი წარმატებით გამოიყენეს 12 წლის პაციენტში.<ref name="Deltyba" />
დელტიბა არ არის რეკომენდირებული ორსულ ქალებში, როგორც ცხოველთა კვლევებმა აჩვენა დელამანიდი ზოგჯერ ნაყოფზე ტოქსიურად მოქმედებს. თუმცა, თუ სხვა მკურნალობა არ არის ეფექტური, ფეხმძიმე ქალმა უნდა გადაწყვიტოს მიიღოს თუ არა პრეპარატი, რადგან პოტენციური სარგებელი შესაძლოა აჭარბებდეს სავარაუდო რისკს. ორსული ქალის აბსოლუტური უფლებაა მიეცეს მკურნალობის საშუალება, ინფორმირებულ გადაწყვეტილებაზე კი ექიმებმა უნდა იზრუნონ. უცნობია, გადადის თუარა დელტიბა დედის რძეში, ამიტომ მკურნალობის დროს უნდა შეწყდეს ძუძუთი კვება.<ref name="Deltyba" />
<ref>[http://www.ema.europa.eu/ema/index.jsp?curl=pages/medicines/human/medicines/002552/human_med_001699.jsp&mid=WC0b01ac058001d124 European Medicines Agency – Deltyba (delamanid)]</ref>
 
==სქოლიო==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/დელამანიდი“-დან