დელამანიდი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 20:
ამის შემდეგ EMA შემდეგ ეტაპზე გადავიდა და ორივე კვლევაში ჩართულ, პაციენტების რაც შეიძლება მაქსიმუმს 2 წლის განმავლობაში დააკვირდა. 2 წლის შემდეგ საკვლევთა იმ ჯგუფს, რომლებიც მიყვნენ მკურნალობას, 75%-ს ნახველში ბაქტერია აღარ ჰქონდა, განსხვავებით იმათგან ვინც 2 თვის (ან უფრო ნაკლები დროის) შემდეგ შეწყვიტა მკურნალობა, რომლებსიც ანალოგიურმა პროცენტი 55 იყო. განსხვავება იყო ლეტალურ გამოსავლის შემთხვევებშიც: 6 თვიანი და მეტი დროის ნამკურნალევთა 1% დაიღუპა, ხოლო 2 თვიანის და ნაკლების 8.3%.
ყველაფრის მიუხედავად, სადღეისოდ სადაოდ რჩება [[კვლევის დიზაინი]] და სხვა ანალოგიური საკითხები. ასევე ზუსტად ვერ დადგინდა რამ გამოიწვია კვლევის შედეგების ამხელა განსხვავებები - იყო ეს მხოლოდ დელამანიდის ფაქტორით განპირობებული? ასევე ჯერჯერობით 100% სრულად ვერ გაირკვა დელამანიდის საუკეთესო დოზა და მკურნალობის ხანგრძლივობა.
დელტიბას კვლევის მესამე ფაზა დასრულდა [[2013]] წლის მიწურულს, თუმცა პრეპარატის გრძელვადიანი ეფექტურობის და გვერდითი ეფექტების დადგენას წლების (ათეულიც კი) დასჭირდეს. <ref>[[http://www.treatmentactiongroup.org/tb/delamanid-factsheet An Activist’s Guide to Delamanid - By Erica Lessem September 2014 (Deltyba)]]</ref>
 
==დოზირება==
სადღეისოდ დელტიბა გამოიყენება სხვა სტანდარტულ მედიკამენტებთან ერთად. მედიკამენტი ხელმისაწვდომია, აბების სახით (50 mg). რეკომენდებული დოზა არის ორი აბი, დღეში ორჯერ, საკვებთან ერთად. დელტიბა ეძლევა 6 თვის განმავლობაში სტანდარტულ მედიკამენტებთან ერთად. დელტიბას კურსის დასრულების შემდეგ სტანდარტული მედიკამენტებით მკურნალობა უნდა გაგრძელდეს არსებული ოფიციალური გაიდლაინების მიხედვით.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/დელამანიდი“-დან