ბორჯომის ხეობა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
მომხმარებლის 31.146.29.228 ცვლილებების გაუქმება (№3079216)
ხაზი 9:
ისტორიულ-გეოგრაფიული ბორჯომის ხეობა უფრო ვრცელ ტერიტორიას მოიცავს. სახელწოდება „ბორჯომის ხეობა“ პირველად [[1819]] წლის საბუთში გვხვდება. მანამდე მას სადგერი ხეობა ეწოდებოდა (XV საუკუნიდან) და მტკვრის (ტაშისკარიდან აწყურამდე), საკუთრივ სადგერის (მოიცავდა სოფელ სადგერიდან წაღვერ-კიმოთესუბანსა და თორ-ბაკურიანს) და გუჯარეთის ხეობებისგან შედგებოდა. არქეოლოგიური კვლევა-ძიებით დასტურდება, რომ ბორჯომის ხეობაში პირველყოფილ ადამიანს უცხოვრია. II-IV საუკუნეებში აქ თორის საერისთავო დაარსდა, რომელსაც [[XV საუკუნე|XV საუკუნამდე]] თორის მხარე ეწოდებოდა. [[XV საუკუნე|XV საუკუნეში]] აქ [[ავალიშვილები|ავალიშვილთა]] სათავადო (საავალიშვილო) შეიქმნა. [[XV საუკუნე|XV საუკუნის]] ბოლოს ბორჯომის ხეობა სამცხე-საათაბაგოსთან ერთად ოსმალეთმა მიიტაცა, მოსახლეობა ნაწილი მტერთან ბრძოლაში დაიღუპა, დანარჩენი [[ზემო ქართლი|ზემო ქართლსა]] და [[იმერეთი|იმერეთს]] შეეხიზნა.
 
[[XVIII საუკუნე|XVIII საუკუნის]] ბოლოსათვის ბორჯომის ხეობა მთლიანად გაუკაცრიელდა. აქ არსებული მატერიალური კულტურული ძეგლები დაინგრა, ბევრი მთლიანად განადგურდა. ახალციხის საფაშოს მოშლისა და [[სამცხე-საათაბაგო]]დან თურქ დამპყრობთა განდევნის შემდეგ ([[1829]]) დაიწყო ბორჯომის ხეობის ხელახალი დასახლება. XIX საუკუნის 50-60 წლებში ზემო იმერეთიდან და ზემო ქართლიდან ბორჯომის ხეობაში 205 კომლი გადმოსახლდა. შემდგომში აქ [[უკრაინელები|უკრაინელი]] და [[ბერძნები|ბერძენი]] მოახალშენენიც დასახლდნენ. [[1871|1871 წელს]] ბორჯომის ხეობა დიდი მთავრის მიხეილ ნიკოლოზის ძე რომანოვის საუფლისწულო მამული გახდა. ამ დროიდან აქაური გლეხობის მდგომარეობა გაუარესდა, რასაც [[1899]] წაღვერისა და კიმოთესუბნის გლეხთა აჯანყება მოჰყვა. [[1918]] წლის [[7 მარტი|7 მარტს]] ამიერკავკასიის ხეიმმა ბორჯომის ხეობა სახელმწიფო საკუთრებად გამოაცხადა. საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ [[1921]] წლის [[20 მაისი|20 მაისის]] დეკრეტით ბორჯომის ხეობა სახელმწიფო მნიშვნელობის კურორტად გამოცხადდა. ვსო მეტის წერა მეზარება <3
 
==ლიტერატურა==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ბორჯომის_ხეობა“-დან