მწიგნობარი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
 
ხაზი 1:
'''მწიგნობარი''' — მწიგნობრობაში გაწვრთნილი, საქმისმწარმოებელი მოხელე ფეოდალურ საქართველოში. მწიგნობარი [[მწიგნობართუხუცესი|მწიგნობართუხუცესს]] ექვემდებარებოდა. იგი ადგენდა სხვადასხვა შინაარსის საბუთებს (სიგელებს, ბრძანებებს და ა. შ.). ხელმწიფის კარის გარიგების მიხედვით დასტურდება 26 მწიგნობარის არსებობა. თანამდებობით ყველაზე უფროსი იყო [[საწოლის მწიგნობარი]], რომელიც [[მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელი]]ს მოადგილედ ითვლებოდა და სავაზიროს სხდომასაც ესწრებოდა. „მოჩივართა განკითხვის“ დროს მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელს საწოლის მწიგნობართან ერთად თან ახლდა [[ზარდახნის მწიგნობარი]]. არსებობდა აგრეთვე [[საჭურჭლის მწიგნობარი]]ს თანამდებობა. მწიგნობრებს ჰქონდათ განსაკუთრებული სამოხელეო ნიშანი ე. წ. „საწერელი“.
 
==ლიტერატურა==
{{ქსე|7|266|სურგულაძე ი.}}
*'' ჯავახიშვილი ივ.'', ქართული სამართლის ისტორია, წგნ. 2. ნაკვ. 1, ტფ. 1928;.
*''სურგულაძე ი.'', ქსე, ტ. 7, გვ. 266, თბ. 1984
 
[[კატეგორია:თანამდებობები ძველ საქართველოში]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/მწიგნობარი“-დან