მთავარი მენიუს გახსნა

ცვლილებები

არ არის რედაქტირების რეზიუმე
'''მწიგნობარი''', მწიგნობრობაში გაწვრთნილი, საქმისმწარმოებელი მოხელე ფეოდალურ საქართველოში. მწიგნობარი [[მწიგნობართუხუცესი|მწიგნობართუხუცესს]] ექვემდებარებოდა. იგი ადგენდა სხვადასხვა შინაარსის საბუთებს (სიგელებს, ბრძანებებს და ა. შ.). ხელმწიფის კარის გარიგების მიხედვით დასტურდება 26 მწიგნობარის არსებობა. თანამდებობით ყველაზე უფროსი იყო [[საწოლის მწიგნობარი]], რომელიც [[მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელი]]ს მოადგილედ ითვლებოდა და სავაზიროს სხდომასაც ესწრებოდა. „მოჩივართა განკითხვის“ დროს მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელს საწოლის მწიგნობართან ერთად თან ახლდა [[ზარდახნის მწიგნობარი]]. არსებობდა აგრეთვე [[საჭურჭლის მწიგნობარი]]ს თანამდებობა. მწიგნობრებს ჰქონდათ განსაკუთრებული სამოხელეო ნიშანი ე. წ. „საწერელი“.
==ლიტერატურა==
*'' ჯავახიშვილი ივ.'', ქართული სამართლის ისტორია, წგნ. 2. ნაკვ. 1, ტფ. 1928;