სახლთუხუცესი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 3:
[[ვახუშტი ბატონიშვილი|ვახუშტი ბატონიშვილის]] მიხედვით, სახლთუხუცესი ანუ [[აბრამადი]] უძველესი თანამდებობაა, რომელიც არსებობდა გაერთიანებულ საქართველოშიც და იქიდან გადმოვიდა გვიანდელ ფეოდალურ პერიოდში. მაგრამ წყაროებში სახლთუხუცესი XV საუკუნემდე არ ჩანს. ყველად ის ფუნქცია, რომელიც მეფის სახლთუხუცესს ჰქონდა. გაერთიანების ხანაში განაწილებული იყო ვეზირებს შორის.
 
საქართველოს პოლიტიკური დაშლისა და [[მეფე|მეფის]] ხელისუფლების დასუსტების პირობებში სახლთუხუცესის თანამდებობა - ყოველ, მეტ-ნაკლებად მსხვილ საფეოდალოში არსებობდა. თავიანთი სახლთუხუცესები ჰყავდათ [[კათოლიკოსი|კათოლიკოსსა]] და [[ დედოფალი|დედოფალსაც]].
 
სახლთუხუცესობა წარმოშობით ხელშინაური [[სახელო]] უნდა ყოფილიყო. მაგრამ, რამდენადაც მეფეს საჯარო ხელისუფლება ეპყრა, მისი სახლთუხუცესიც სამეფო მოხელე გახდა და პირველი ადგილი დაიკავა გვიანდელ ფეოდალურ პერიოდის მმართველოს ცენტრალურ აპარატში. იგი მეფის დამხმარე, თანაშემწე იყო სამეფოს მმართველობაში, მას ემორჩილებოდა სამეურნეო-საფინანსო დარგის ყველა მოხელე. სახლთუხუცესს ექვემდებარებოდა გადასახადების, სამეფო ბაჟისა და იჯარის საქმეები, აგრეთვე, სამეფო მიწების დამუშავების საკითხები, დარბაზობა-პურობის დროს იგი მთავარი განმკარგულებელი იყო, ხელმძღვანელობდა სტუმრების მიღებას, უფლება ჰქონდა მეფის წინ დამჯდარიყო. სახლთუხუცესის ხელმძღვანელობით უნდა მომზადებულიყო ყმა-მამულის წყალობის წიგნი, სახელოს ბოძებისა და ჯამაგირის საბუთი და სხვა. სახლთუხუცესს ასეთი დოკუმენტები უნდა შეემოწმებინა, თავისი ბეჭედი დაესვა და ამის შემდეგ მოეხსენებინა მეფისათვის. აქედან ჩანს, რომ სახლთუხუცესს ექვემდებარებოდბებ [[მდივანი|მდივნები]] და [[მორდალი|მორდალები]]. სახლთუხუცესს ინსპექციის უფლება-მოვალეობა ჰქონდა: ჩამოივლიდა სამეფოს სხვადასხვა ადგილს და მიიღებდა საჭირო ზომებს.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/სახლთუხუცესი“-დან