გერმანიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 76:
 
===2000-იანი წლების პირველი ნახევარი===
[[ევრო 2000]]-ზე გუნდს [[ერიხ რიბეკი]] გაუძღვა. გერმანია ძალიან ცუდად გამოვიდა ამ ჩემპიონატზე. მან ფრედ, 1-1 ითამაშა პირველი მატჩი რუმინეთთან და წააგო დანარჩენი ოყი. მათ 0-1 დათმეს ინგლისთან და 0-3 პორტუგალიასთან, რომელსაც უკვე განაღდებული ჰქონდა ჯგუფიდან გასვლა და სათადარიგო ფეხბურთელებით თამაშობდა. რიბეკმა ნაკრები დატოვა და მის ნაცვლად [[რუდი ფიოლერი]] დაინიშნა.
 
[[მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი 2002|2002 წლის მუნდიალზე]] გუნდმა მოულოდნელად ფინალს მიაღწია. გერმანია მოხვდა ჯგუფში [[ირლანდიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები|ირლანდიის]] ნაკრებთან და დაბალრეიტინგიან [[საუდის არაბეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები|საუდის არაბეთის]] და [[კამერუნის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები|კამერუნის]] ნაკრებებთან.<ref name="main-fifa">{{cite web|title=2002 FIFA World Cup Korea/Japan: Results|url=http://www.fifa.com/worldcup/archive/edition=4395/results/index.html|publisher=FIFA|accessdate=25 June 2010|year=2002}}</ref> გერმანია არ მოიაზრებოდა ტურნირის ფავორიტებს შორის [[ევრო 2000]]-ს ჩაგდების შემდეგ. ჩემპიონატის დაწყებამდე გერმანიას დააკლდა რამდენიმე ფეხბურთელი ტრავმის გამო. მათ შორის იყო გერმანული ფეხბურთის ამომავალი ვარსკვლავი [[სებასტიან დაისლერი]], რომელმაც [[ავსტრიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები|ავსტრიასთან]] ამხანაგური მატჩის დროს მიიღო მუხლის ტრავმა.<ref name="injuries">{{cite news|title=Germany's Deisler ruled out of Cup|url=http://sportsillustrated.cnn.com/soccer/world/2002/world_cup/news/2002/05/20/germany_deisler_rb/|accessdate=25 June 2010|newspaper=Sports Illustrated|date=20 May 2002}}</ref> ამავე მიზეზით დააკლდნენ ნაკრებს მველები [[იენს ნოვოტნი]], [[კრისტიან ვერნსი]] და ნახევარმცველი [[მეჰმეთ შოლი]].<ref name="injuries"/>