თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
{{საქართველოს უნივერსიტეტები}}
ხაზი 4:
 
==შენობა==
ყოფილი მუსიკალური სასწავლებლის შენობა 19011900-04 წლებში აშენდა არქიტექტორ [[შიმკევიჩი, ალექსანდრ|ალექსანდრ შიმკევიჩის]] პროექტით. შენობის ფასადზე არაცენტრალურად მოთავსებული, კოლონებით მონიშნული [[პორტალი]] და მის ზემოთ მდებარე გიგანტური ბრტყელი [[პილასტრი|პილასტრები]] [[რუსთაველის გამზირი (თბილისი)|შოთა რუსთაველის გამზირიდან]] ამავალი მ. ლაღიძის ქუჩის პერსპექტივას ასრულებს. ნაგებობა ეკლექტური სტილისაა: ფასადის გაფორმებაში [[რენესანსი|რენესანსულ]]-[[ბაროკო|ბაროკული]] არქიტექტურის ელემენტებია გამოყენებული, ინტერიერის მორთულობა [[არტ-ნუვო|მოდერნის]] ნიშნებს შეიცავს.
 
შენობამ მრავალი ცვლილება განიცადა: 1942 წელს ორსართულიან ნაგებობას კიდევ ორი სართული დააშენეს, რამაც უხვად მორთული [[ანტაბლემენტი]] იმსხვერპლა. 1937-42 წლებში აშენდა დიდი საკონცერტო დარბაზი. 1930-იან წლებშივე შენობის გვერდით ფასადზე მოათავსეს [[რუბინშტეინი, ანტონ|ანტონ რუბინშტეინის]] ქანდაკება, მუსიკოსისა, რომელმაც [[1891]] წლის [[24 აგვისტო]]ს გამართული კონცერტის მთელი შემოსავალი თბილისის მუსიკალური სასწავლებლის აგებას მოახმარა.