გოტიკური არქიტექტურა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
გასწორდა პუნქტუაცია
ხაზი 5:
გოტიკური არქიტექტურა დაიბადა [[ილ დე ფრანსი|ილ დე ფრანსში]] [[XII საუკუნე|XII საუკუნის]] მეორე ნახევარში. იგი სწრაფად გავრცელდა და გაბატონებული იყო მთელს [[ევროპა|ევროპაში]] [[XVI საუკუნე|XVI საუკუნის]] შუა ხანებამდე, იმ დრომდე, სანამ იტალიური [[რენესანსი|რენესანსის]] გავლენით ნეოკლასიკური სტილი განვითარდა.
 
სიტყვა "გოტიკური"„გოტიკური“ ამ არქიტექტურულ სტილს მოგვიანებით ეწოდა და თავდაპირველად დამაკნინებელი კონოტაციის მატარებელი იყო. "გოტიკური"„გოტიკური“ ხელოვნება იყო [[გუთები]]ს, ანუ ბარბაროსების ხელოვნება, რომლებმაც დაივიწყეს რომაული ტექნიკა და წესები. თუმცა დღეისთვის ბევრი ისტორიკოსი ამტკიცებს, რომ ეს ხელოვნება არ იყო რომაულ სტილს მოწყვეტილი და როგორც არქიტექტურული, ისე ფილოსოფიური თვალსაზრისით შუა საუკუნეების ერთ-ერთ ყველაზე დიდ მიღწევად ითვლება.
 
== ისტორია ==
პირველი გოტიკური ნაგებობები გაჩნდა [[1130]]-[[1150]] წლებში [[ილ დე ფრანსი|ილ დე ფრანსის]] ტერიტორიაზე. ამიტომ ამ სტილს მაშინ ლათინურად francigenum opus-ს ანუ "ფრანგული„ფრანგული წარმოშობის ხელოვნებას"ხელოვნებას“ უწოდებდნენ. [[კაპეტინგები|კაპეტინგების]] მეფობის პერიოდში გოტიკური არქიტექტურა განასკუთრებით პოპულარული გახდა. ამ პერიოდში მოსახლეობის დემოგრაფიული გაზრდა მოითხოვდა რელიგიური ნაგებობების გაფართოებას, რადგან დიდი იყო მორწმუნეთა რიცხვი. ამავე პერიოდში ვითარდება ქალაქები და ვაჭრობა, რაც იწვევს ახალი სოციალური კლასის, მდიდარი ბურჟუაზიის აღმოცენებას.
 
პირველი ნაგებობა, რომელიც რომაულ სტილს საგრძნობლად სცილდება, თუმცა ჯერ კიდევ არ არის გოთური არქიტექტურით აგებული, არის [[სენ-დენისის სააბატო]].