ელენე ახვლედიანი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 24:
'''ელენე დიმიტრის ასული ახვლედიანი''' (დ. [[5 აპრილი]]/[[18 აპრილი]], [[1901]], [[თელავი]] — გ. [[30 დეკემბერი]], [[1975]], [[თბილისი]]) — [[ქართველები|ქართველი]] ფერმწერი, გრაფიკოსი, თეატრისა და კინოს მხატვარი. საქართველოს სახალხო მხატვარი (1960). [[რუსთაველის პრემია|რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის]] ლაურეატი ([[1971]]).
 
==ბიოგრა==
==ბიოგრაფია==
[[1922]] წელს სწავლობდა [[თბილისის სამხატვრო აკადემია|თბილისის სამხატვრო აკადემიაში]]. იყო [[გიორგი გაბაშვილი (მხატვარი)|გ. გაბაშვილის]] მოწაფე. იმავე წელს, როგორც აკადემიის სტიპენდიანტი, საზღვარგარეთ მიავლინეს და სწავლა გააგრძელა პარიზში, [[კოლაროსის აკადემია]]ში ([[1922]]-[[1927]]). [[1927]] წელს დაბრუნდა სამშობლოში. ახვლედიანის მკაფიო ინდივიდუალურობა და თვითმყოფადობა მხატვრის ყველა ჟანრში გამოვლინდა. განსაკუთრებით დიდია მისი წვლილი ქართული პეიზაჟური მხატვრობის განვითარებაში. ხატავდა საქართველოს ბუნების სურათებს, ქალაქის პეიზაჟებს, რომლებიც გამოირჩევა ემოციურობით, რომანტიკულობით, მდიდარი ფერადოვნებით, ზოგჯერ - ხაზგასმული დეკორატიულობით, კომპოზიციის აგების სიმახვილით, ყოველთვის საგრძნობია განწყობილება — ზოგჯერ ხალისიანი და სადღესასწაულო, ზოგჯერ — სევდიანი, ზოგჯერ დრამატულიც.
 
განსაკუთრებული სიყვარულით არის შესრულებული თბილისის, სიღნაღისა და თელავის ძველი უბნებისადმი მიძღვნილი პეიზაჟები. მისი მნიშვნელოვანი ფერწერული ნამუშევრებია: „ძველი თბილისი“ ([[1924]], კერძო კუთვნილება, თბილისი), „კახეთი-ზამთარი“ ([[1924]], საქართველოს ხელოვნების მუზეუმი, თბილისი), „ძველი თბილისი“ ([[1926]], კერძო კუთვნილება, პარიზი), „პარიზის ერთ-ერთი კუთხე“ ([[1926]], საქართველოს ხელოვნების მუზეუმი, თბილისი), „თელავი“ ([[1927]], კერძო კუთვნილება, თბილისი), „ალაზნის ველი“ ([[1954]]), „იმერეთი“ ([[1956]], ორივე საქართველოს სურათების გალერეა, [[თბილისი]]), „შემოდგომა“ ([[1959]], კერძო კუთვნილება, თბილისი) და სხვა.