მსხვილი რქოსანი საქონელი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
→‎ლიტერატურა: clean up, removed: {{Link GA|fr}} using AWB
No edit summary
ხაზი 1:
[[ფაილი:CH cow 2.jpg|thumb|200px|ძროხა]]
'''მსხვილი რქოსანი საქონელი''' — შინაური [[წყვილჩლიქოსნები|წყვილჩლიქოსანი]] [[მცოხნელები|მცოხნავი]] ცხოველები [[ღრურქიანები]]ს ოჯახისა. მათ განეკუთვნება [[კამეჩები|კამეჩი]], [[იაკი|ბექა]] და [[ჩვეულებრივი ძროხა|ჩვეულებრივ ძროხის]] გვარში (Bos) შემავალი მსხვილი რქოსანი საქონლის ყველა შინაური ჯიში. მსხვილი რქოსანი საქონელი (Bos taurus) მხოლოდ შინაური ფორმით გვხვდება. მისიწინაპარია [[ტური]] (Bos primigenius), რომლის მიშიაურება დაახლოებით 8 ათასი წლის წინათ დაიწყო, თვითონ კი XVII საუკუნის დასაწყისში ამოწყდა.
 
მსხვილი რქოსანი საქონელს იყენებენ რძის, ხორცის, ტყავის, სასაკლაოს სხვა პროდუქციის, გამწევი ძალისა და ნაკელის მისაღებად. სპეციალიზებული მეხორცული ჯიშები მერძეულთან შედარებით სწრაფად სუქდება, იძლევა დიდ საკლავ წონას და უკეთესი ხარისხის ხორცს. 1,5 — 2 წლის მოზარდეულის წონა საშუალოდ 400-500 კგ აღწევს. სანაშენე წიგნში ჩაწერილი მერძეული ფურების საშუალო წლიური მონაწველია 3500-6000 კგ რძე, რომლის ცხიმიანობაა 3,6-4%. რეკორდული მონაწველია: დღიური — 82,2 კგ, წლიური — 20 000 კგ, მთელი სიცოცხლის მანძილზე — 120 247 კგ. ლაქტაცია გრძელდება საშუალოდ 280-320 დღე, მერძეულ ფურს იყენებენ 12-13 წლის განმავლობაში.