ალექსანდრე პუშკინი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
- "Pushkin_Goncharova_Arbat_2005.jpg". ფაილი წაიშალა Commons-იდან მომხმარებელ INeverCry-ს მიერ. მიზეზი: Per [[:c:Commons:Deletion requests/Files in Cate
იარლიყი: მობილური აპლიკაციით რედაქტირება
ხაზი 30:
ალექსანდრეს მამა, იმხანად გაღარიბებული აზნაური, სერგეი ლევის ძე ძველი სახელოვანი საგვარეულოს წარმომადგენელი იყო; დედა - ნადეჟდა ოსიპის ასული - [[პეტრე I|პეტრე I-ის]] აღზრდილის, [[განიბალი, აბრამ|აბრამ ჰანიბალის]] შვილიშვილი.
 
[[1811]] პუშკინი შევიდა [[ცარსკოე-სელო]]ს ახლად გახსნილ ლიცეუმში. პუშკინის რევოლუციური-პატრიოტული მისწრაფებათა ჩამოყალიბებას ხელი შეუწყო მისმა მეგობრობამ [[ჩაადაევი, პეტრე|ჩაადაევთან]], პ. კავერინთან და ჰუსართა პოლკის სხვა ოფიცრებთან, რომლებიც [[1812]] სამამულო ომის დამთავრების შემდეგ დაბანაკებული იყვნენ ცარსკოე-სელოში. პუშკინმა ლიცეუმშივე აირჩია ლიტერატურის გზა, იქ სწავლისას დაწერა 120-მდე რომანსი, ელეგია, ოდა, ბალადა, ეპიგრამა. იგი განიცდიდა [[გავრილა დერჟავინი|დერჟავინის]], [[ვასილი ჟუკოვსკი|ჟუკოვსკის]], [[კონსტანტინე ბატიუშკოვი|ბატიუშკოვის]], [[ალექსანდრე რადიშჩევი|რადიშჩევის]] გავლენას; კრიტიკულად ითვისებდა მათ პოეტურ მემკვიდრეობას და თანდათანობით იკვლევდა საკუთარ გზას მწერლობაში.
 
[[1814]]-იდან პუშკინის ლექსები იბეჭდებოდა ჟურნალ-გაზეთებში. პეტერბურგში პუშკინის ცხოვრების დასაწყისი ([[1817]]-[[1820]]) დაემთხვა დეკაბრისტთა მოძრაობის აღმავლობის პერიოდს. პუშკინის პირადი და იდეური კავშირი ჰქონდა დეკაბრისტებთან, მონაწილეობდა ლიტერატურულ გაერთიანებაში [["მწვანე ლამპა"]]. დეკაბრისტული იდეები აისახა პუშკინის ლექსებში: "თავისუფლება", ([[1817]]), "ჩაადაევს", "ზღაპრები" (ორივე [[1818]]), "სოფელი" ([[1819]]), რომლებიც სწრაფად გავრცელდა ხელნაწერთა სახით. გავლენიანმა მეგობრებმა იხსნეს პოეტი [[ციმბირი|ციმბირში]] გადასახლებისაგან.
 
[[1820]] იგი სამხრეთ [[რუსეთი|რუსეთში]] გადაასახლეს. იმხანად პუშკინმა დაამთავრა პოემა "რუსლან და ლიუდმილა" (გამოქვეყნდა [[1820]]), რომელშიც ფოლკლორთან დაკავშირებული ზღაპრული ამბავი რეალურ სინამდვილეს დაუახლოვდა და ხალხური ენით გადმოსცა. რეაქციული კრიტიკა აღაშფოთა პოემის "მდაბალმა" სტილმა და ენამ, მოწინავე საზოგადოება კი აღტაცებით შეხვდა ამ თხზულებას. [[1820]] პუშკინს ნება დართეს გენერალ [[რაევსკი, ნიკოლოზ|ნ. რაევსკის]] ოჯახთან ერთად გამგზავრებულიყო კავკასიის [[მინერალური წყლები|მინერალურ წყლებზე]], შემდეგ კი [[ყირიმი|ყირიმში]].