ბაჰამის კუნძულები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
Gobrona-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა MIKHEIL-ის მიერ რედაქტირებული ვერსია
ხაზი 1:
{{ინფოდაფა ქვეყანა|
|მშობლიური_სახელი = ''Commonwealth of The Bahamas''
|სრული_სახელი = ბაჰამის კუნძულების თანამეგობრობა
ხაზი 58:
 
კუნძულები თავდაპირველად დასახლებული იყო [[ლუკაიანის ხალხი]]თ, რომელიც არავაკულ ენებზე მოლაპარაკე [[ტაინოს ხალხი]]ს განშტოებაა. ბაჰამის კუნძულები პირველი ადგილი იყო, სადაც [[1492]] წელს [[ახალი მსოფლიო|ახალი მსოფლიოს ]] ხმელეთზე გადავიდა [[ქრისტეფორე კოლუმბი]]. მიუხედავად იმისა, რომ [[ესპანელები|ესპანელებს]] ბაჰამების კოლონიზაცია არასოდეს მოუხდენიათ, ადგილობრივი ლუკაიანები მათ მონებად გაჰყავდათ კუნძულ ისპანიოლაზე. კუნძულები თითქმის მთლიანად გაუდაბნოვდა [[1513]]-[[1648]] წლებში, როდესაც ინგლისელი კოლონისტები [[ბერმუდის კუნძულები|ბერმუდიდან]] კუნძულ [[ელიუთერა]]ზე დასახლდნენ.
[[ფაილი:Bf-map - ka.gif|მინი|მარცხნივ|170პქ]]
[[1718]] წელს, როდესაც ბრიტანელებმა მკაცრი ზომები მიიღეს მეკობრეობის წინააღმდეგ, ბაჰამის კუნძულები ბრიტანეთის სამეფო კოლონია გახდა. [[ამერიკის რევოლუციური ომი|ამერიკის დამოუკიდებლობისათვის ომი]]ს შემდეგ, თავიანთ აფრიკელ მონებთან ერთად, ბაჰამის კუნძულებზე ათასობით ამერიკელი ლოიალისტი გადასახლდა, სადაც მათ პლანტაციური ეკონომიკა დააფუძნეს. მას შემდეგ, რაც [[1807]] წელს ბრიტანეთმა გააუქმა საერთაშორისო მონებით ვაჭრობა, სამეფო ფლოტმა კუნძულებზე ჩაასახლა მრავალი გათავისუფლებული აფრიკელი, რომლებიც არალეგალური მონათა გემებიდან დაიხსნეს. [[ფლორიდა|ფლორიდიდან]] ბაჰამის კუნძულებზე გაიქცა ათასობით ამერიკელი მონა და შავი სემინოლი, დაახლოებით 500 კი გაათავისუფლეს ამერიკული სავაჭრო გემებიდან. ბაჰამის კუნძულებზე [[მონობა]] [[1834]] წელს გაუქმდა. დღეისათვის, მოსახლეობის უდიდეს ნაწილს შეადგენს მონათა და გათავისუფლებულ აფრიკელთა შთამომავლობა. [[1973]] წელს ბაჰამები [[თანამეგობრობის სამეფო]]ს ნაწილი გახდა და თავის მონარქად [[ელისაბედ II]]-ს აღიარებს.