ვესპასიანე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 30:
როდესაც ვესპასიანემ ებრაელთა აჯანყებისას [[იერუსალიმი|იერუსალიმს]] ალყა შემოარტყა, იმპერატორმა [[ნერონი|ნერონმა]] თავი მოიკლა და იმპერია [[ოთხი იმპერატორის წელი|ოთხი იმპერატორის წლის]] სახელით ცნობილ სამოქალაქო ომში ჩაძირა. მას შემდეგ, რაც [[გალბა]] და [[ოტონი]] მიყოლებით გარდაიცვალნენ ხანმოკლე მმართველობის შემდეგ, 69 წლის აპრილში [[ვიტელიუსი]] მესამე იმპერატორი გახდა, რის საპასუხოდაც, რომაული ეგვიპტისა და იუდეის ლეგიონებმა თავიანთი მთავარსარდალი, ვესპასიანე, იმპერატორად გამოაცხადეს 69 წლის 1 ივლისს.<ref>Levick, ''Vespasian, '' 43.</ref> იმპერატორის ძალაუფლებისათვის ბრძოლაში ვესპასიანე შეუკავშირდა სირიის მმართველ მუციანუსსა და პანონიის სარდალ პრიმუსს, ხოლო იერუსალიმის ალყის გასაგრძელებლად თავისი ვაჟი, [[ტიტუსი]] დატოვა. პრიმუსი და მუციანუსი მეთაურობდნენ ფლავიუსების ძალებს ვიტელიუსის წინააღმდეგ, ხოლო ვესპასიანემ [[ეგვიპტე]]ზე დაამყარა კონტროლი. 69 წლის 20 დეკემბერს ვიტელიუსი დამარცხდა, ხოლო მომდევნო დღეს [[რომის სენატი|რომის სენატმა]] ვესპასიანე იმპერატორად გამოაცხადა. ვესპასიანეს ტრიბუნობის წლები 1 ივლისიდან იწყება, როდესაც მან თავისი ძალაუფლების ლეგალურ წყაროდ სენატისა და ხალხის ნაცვლად თავისი ლეგიონები გამოაცხადა და ისინი ამომრჩეველ კოლეგიად გარდაქმნა.<ref>ODCW, ''Vespasian'' (2007).</ref>
 
ვესპასიანეს ათწლიანი მმართველობის შესახებ მცირე ინფორმაციაა შემორჩენილი. მან განახორციელა რომის ფინანსური სისტემის რეფორმა იუდეის კამპანიის წარმატებით დასრულების შემდეგ და რამდენიმე ამბიციური სამშენებლო პროექტის ინიციატივით გამოვიდა. სწორედ მისი აგებულია ფლავიუსების ამფითეატრი, რომელიც დღეს [[კოლოსეუმი]]ს სახელითაა ცნობილი. ასევე, აღადგინა გადამწვარი კაპიტოლიუმი, ააგო იუპიტერისა და მშვიდობის ტაძრები, ფორუმი, საჯარო ბიბლიოთეკა და სხვა.<ref>ქსე, ტ. 4, გვ. 381-382</ref> 68-69 წლების მოვლენების საპასუხოდ, ვესპასიანემ გააუმჯობესა არმიის დისციპლინა, გენერალ აგრიკოლას საშუალებით კი მან ბრიტანეთში იმპერიის ექსპანსია გააძლიერა. მისი პოლიტიკის სოციალურ საყრდენს პროვინციული არისტოკრატია წარმოადგენდა, რომლებზედაც იგი რომის მოქალაქეთა უფლებებს ავრცელებდა.<ref name="ქსე" /> 79 წელს მისი გარდაცვალების შემდეგ, მისი მემკვიდრეიმპერატორი მისივე ვაჟი, [[ტიტუსი]] გახდა, რითაც ვესპასიანე გახდა პირველი იმპერატორი, რომელიც ტახტზე უშუალოდ მისმა საკუთარმა შვილმა ჩაანაცვლა, რაც ფლავიუსების დინასტიის დასაბამად იქცა.
 
== წყაროები ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ვესპასიანე“-დან