ვესპასიანე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 28:
'''ვესპასიანე''' ({{lang-la|Titus Flāvius Caesar Vespasiānus Augustus}} ''ტიტუს ფლავიუს კეისარ ვესპასიანუს ავგუსტუსი''; დ. [[17 ნოემბერი]], [[9]] — გ. [[23 ივნისი]], [[79]]<ref>Levick, ''Vespasian'', xxi & 4</ref>) — [[რომის იმპერია|რომის]] [[რომის იმპერატორების სია|იმპერატორი]] [[69]]-[[79]] წლებში. [[ფლავიუსები]]ს დინასტიის დამაარსებელი, რომელიც იმპერიას 27 წლის განმავლობაში მართავდა. ვესპასიანე წარმოშობით მეცხენეთა ოჯახიდან იყო, რომელმაც სენატორთა რანგს [[იულიუს-კლავდიუსების დინასტია|იულიუს-კლავდიუსების დინასტიის]] იმპერატორთა დროს მიაღწია. მიუხედავად იმისა, რომ მან წარმატებას მიაღწია საჯარო სამსახურში და 51 წელს კონსულიც გახდა, ვესპასიანე ცნობილი მისი სამხედრო წარმატებებით გახდა: იგი იყო [[რომის II ლეგიონი]]ს ლეგატი რომაელთა ბრიტანეთში შეჭრისას<ref>Levick, ''Vespasian'', 16.</ref> და დაიმორჩილა იუდეა ებრაელთა 66 წლის აჯანყებისას.<ref>Levick, ''Vespasian'', 29–38.</ref>
 
როდესაც ვესპასიანემ ებრაელთა აჯანყებისას [[იერუსალიმი|იერუსალიმს]] ალყა შემოარტყა, იმპერატორმა [[ნერონი|ნერონმა]] თავი მოიკლა და იმპერია [[ოთხი იმპერატორის წელი|ოთხი იმპერატორის წლის]] სახელით ცნობილ სამოქალაქო ომში ჩაძირა. მას შემდეგ, რაც [[გალბა]] და [[ოტონი]] მიყოლებით გარდაიცვალნენ ხანმოკლე მმართველობის შემდეგ, 69 წლის აპრილში [[ვიტელიუსი]] მესამე იმპერატორი გახდა, რის საპასუხოდაც, რომაული ეგვიპტისა და იუდეის ლეგიონებმა თავიანთი მთავარსარდალი, ვესპასიანე, იმპერატორად გამოაცხადეს 69 წლის 1 ივლისს.<ref>Levick, ''Vespasian, '' 43.</ref> იმპერატორის ძალაუფლებისათვის ბრძოლაში ვესპასიანე შეუკავშირდა სირიის მმართველ მუციანუსსა და პანონიის სარდალ პრიმუსს, ხოლო იერუსალიმის ალყის გასაგრძელებლად თავისი ვაჟი, ტიტუსი დატოვა. პრიმუსი და მუციანუსი მეთაურობდნენ ფლავიუსების ძალებს ვიტელიუსის წინააღმდეგ, ხოლო ვესპასიანემ ეგვიპტეზე დაამყარა კონტროლი. 69 წლის 20 დეკემბერს ვიტელიუსი დამარცხდა, ხოლო მომდევნო დღეს რომის სენატმა ვესპასიანე იმპერატორად გამოაცხადა. ვესპასიანეს ტრიბუნობის წლები 1 ივლისიდან იწყება, როდესაც მან თავისი ძალაუფლების ლეგალურ წყაროდ სენატისა და ხალხის ნაცვლად თავისი ლეგიონები გამოაცხადა და ისინი ამომრჩეველ კოლეგიად გარდაქმნა.<ref>ODCW, ''Vespasian'' (2007).</ref>
 
ვესპასიანეს ათწლიანი მმართველობის შესახებ მცირე ინფორმაციაა შემორჩენილი. მან განახორციელა რომის ფინანსური სისტემის რეფორმა იუდეის კამპანიის წარმატებით დასრულების შემდეგ და რამდენიმე ამბიციური სამშენებლო პროექტის ინიციატივით გამოვიდა. სწორედ მისი აგებულია ფლავიუსების ამფითეატრი, რომელიც დღეს კოლოსეუმის სახელითაა ცნობილი. 68-69 წლების მოვლენების საპასუხოდ ვესპასიანემ გააუმჯობესა არმიის დისციპლინა, გენერალ აგრიკოლას საშუალებით კი მან ბრიტანეთში იმპერიის ექსპანსია გააძლიერა. 79 წელს მისი გარდაცვალების შემდეგ, მისი მემკვიდრე მისივე ვაჟი, ტიტუსი გახდა, რითაც გახდა პირველი იმპერატორი, რომელიც უშუალოდ მისმა საკუთარმა შვილმა ჩაანაცვლა, რაც ფლავიუსების დინასტიის დასაბამად იქცა.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ვესპასიანე“-დან